რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინაში 100-მდე დაიჭრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 პირი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ ნასროლი რაკეტებითა და დრონებით. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდასხმა, თავისი მასშტაბით, რუსეთის მხრიდან ერთი დღით ადრე განხორციელებული იერიშის იდენტური იყო. კიევის მესვეურების თქმით, ქალაქში 2 იანვრის დილით აფეთქებები იყო, რამდენიმე არეალში გაითიშა ელექტრომომარაგება - მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებოდნენ, რომ უკუაგდეს რუსეთის სარაკეტო შეტევა.
ხარკოვიდან იუწყებიან რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვაზე, 20-მდე პირი დაჭრილია.
ერთი დღით ადრე რუსეთმა "შაჰედის" ტიპის დრონების რეკოდრულად დიდი რაოდენობა, 90 ისროლა უკრაინის მასშტაბით.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე. პუტინის მიერ 1 იანვარს გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის სასაზღვრო ქალაქის, ბელგოროდის დაბომბვა 30 დეკემბერს - რასაც, როგორც იუწყებიან, შეეწირა 20-ზე მეტი ადამიანი, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი. რუსეთი ამ თავდასხმაში უკრაინას სდებს ბრალს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
