რაიმე საფუძველი, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულად შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც საქართველოს კანონდებლობით არის დადგენილი და რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, მინდობით აღზრდაში 1475 ბავშვი იმყოფება, რომელთა დაფინანსებისთვის სექტემბრის თვეში 1 020 275 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.
ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ დაშავებული ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მიიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"EECMD"-ის "DRIVE Democracy"-ის პროგრამის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „ქუთაისის ახალგაზრდული საბჭო ძლიერი თვითმმართველობისთვის!“ გამარჯვება მოიპოვა.
