20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს.
ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
''ექსპორტის საუკეთესო სააგენტოს ჯილდოს მიღება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო აღიარებაა'' - მიხეილ ხიდურელი
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს კიდევ ერთი დიდი მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ - ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით „აწარმოე საქართველოში“ საუკეთესო უწყებად დასახელდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (WTO) და გაერო-ს ერთობლივი სააგენტოს - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) WTPO Awards-ის მსოფლიო ჯილდო გადმოეცა,
მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნის პროცესში, ქუთაისის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას, რათა გახდეს „სმარტ-ეკო ქალაქი “.
დღეს, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ‘’ვიცავთ და ვქმნით ისტორიას’’ გაიმართა.
