მაისი 17 2022 წაკითხვა 524 ჯერ

როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მაისი 17 2022 წაკითხვა 790 ჯერ

გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მაისი 16 2022 წაკითხვა 638 ჯერ

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და "თეთრი ქალაქი" გაიმართა. პრეზენტაციას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია, ისრაელის ელჩი, რან გიდორი და ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.

მაისი 16 2022 წაკითხვა 522 ჯერ

"მედია ყოველთვის მოიგებს" - ამ სლოგანით, დღეს, ქუთაისში ტელეკომპანია ,, მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მაისი 16 2022 წაკითხვა 475 ჯერ

„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

მაისი 14 2022 წაკითხვა 501 ჯერ

2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინებზე ფასი 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გვერდი 255 სულ 737
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.