ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული პისიარ ტესტირების შედეგად, მხოლოდ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 750 თბილისში, 234 იმერეთში, 126 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის ამ ეტაპზე 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.