“დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თბილისის შემდეგ საცობები ავტომაგისტრალებზეც შეიქმნა და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად 2-3 საათით მეტი დრო სჭირდებათ. განსაკუთრებული პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებში და ეს ყველაფერი ერთი მხრივ გზების მშენებლობასაც უკავშირდება.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქუთაისის მოსახლეობას აფრთხილებს:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-15 სხდომა გაიმართა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე მსჯავრდებული თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს.
