16 -17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში, სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ ახალი პროექტი დაიწყო - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები განახორციელებენ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ეგერია სოლუშენსი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა.
მარტვილის კანიონთან, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.
