საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ქალაქ დედოფლისწყაროს, სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ლენინოვკაში დაფიქსირდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცერცვაძემ საქართველოს პირველის არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის შენახვის წესის შეცვლა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
9 მაისს ქუთაისში +16 გრადუსი წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
დღეს ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა, რომელიც ჩატარდა "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.