მარტი 24 2022 წაკითხვა 965 ჯერ

დღეს, ქუთაისში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, კიდევ ერთი აქცია გაიმართა.

მარტი 24 2022 წაკითხვა 686 ჯერ

ქეა კავკასიამ, ქეა ამერიკის (CARE USA) მხარდაჭერით დაიწყო უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი ან უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ მიზნით 25 და 26 მარტს ქეას გუნდი განთავსდება ქუთაისის აეროპორტში და პირველად მხარდაჭერას გაუწევს საქართველოში მომავალ უკრაინის მოქალაქეებს.

მარტი 24 2022 წაკითხვა 505 ჯერ

25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდ,- ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

"ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ქ. თბილისში 24 მარტს ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 25 - 27 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

მარტი 24 2022 წაკითხვა 527 ჯერ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.

მარტი 23 2022 წაკითხვა 666 ჯერ

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოქალაქე მოინახულა, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა.

მარტი 23 2022 წაკითხვა 752 ჯერ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა დღეს ჰუმანიტარული ფონდი, "სოხუმის" ხელმძღვანელს, ალა გამახარიას და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გვერდი 230 სულ 618
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.