22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც.
მომავალი თვიდან, ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა დღეს, 22 მაისს, მიიღო.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს, 22 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ევროპის ჩემპიონატის წინ საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე ელექტრონულად წარიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.