,,იმ დღის შემდეგ უამრავი მუქარის წერილი მივიღე" - რას წერს უჩა ნანუაშვილი
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გიორგი მამალაძის პატიმრობას ეხმაურება.
როგორც ყოფილი ომბუდსმენი წერს, დეკანოზის სახით, ოთხი წლის შემდეგაც, ქვეყანას უკანონო პატიმარი ჰყავსს.
,,დღეს ოთხი წელი გავიდა დეკანოზის დაპატიმრებიდან. ოთხი წლის წინ თუ ვინმეს კიდევ სჯეროდა ოფიციალური ვერსიის, დღეს ალბათ რამდენიმე ადამიანი დარჩა, ვისაც პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილების სჯერა. თუმცა დეკანოზი მამალაძე დღესაც საპატიმროშია, მიუხედავად დარღვევების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
მანამდე მახსოვს, ზოგი წერდა (ჯერ არც იყო ინფორმაცია გავრცელებული) და რატომ არ ნახულობ, რატომ არ იცავ მის უფლებებსო. ჩასაფრებული ხალხი ყოველთვის იყო და იქნება. შემდეგ, როცა დარღვევები აღმოვაჩინეთ, ხმა აღარ ამოუღიათ. როგორც კი გავიგე დაპატიმრების შესახებ დეტალები, ორი დღის შემდეგ ვინახულე, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში.
სასულიერო პირი ქურდული სამყაროს და ტერორისტების გვერდით იყო საკანში.
ამ დღის შემდეგ დაიწყო არნახული ზეწოლა სახალხო დამცველზე, იმისთვის რომ არ გვეთქვა სიმართლე საქმეში არსებული დარღვევების შესახებ საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადვოკატებსაც კი აკრძალული ჰქონდათ საქმეზე საუბარი.
ყველა მხარე უკვე დამუშავებული იყო, და ფიქრობდნენ ვერც ვერავინ გაიგებდა რამეს, რა მოხდა. თუმცა, მოხდა ის რაც არ იყო გათვალისწინებული.
საბოლოოდ ჩემს გუნდთან და მის ადვოკატებთან ერთად ყველას გავაგებინეთ სიმართლე ამ საქმეზე.
იმ დღის შემდეგ უამრავი მუქარის წერილი მივიღე, რომ გავჩერებულიყავი. ასეთ წერილებს მიჩვეული ვიყავი ისედაც. ჩვენ მაინც სიმართლე ვუთხარით ყველას, დარღვევების, უსამართლო სასამართლოს შესახებაც, სასამართლოს, სადაც დასწრებასაც გვიკრძალავდნენ თავიდან.
ეს იყო 4 წლის წინ. 4 წლის შემდეგაც ქვეყანას რეალურად უკანონო პატიმარი ჰყავს, უფრო სწორად მძევალი, რომელიც ბევრს დაავიწყდა, ერსაც და ბერსაც, საზოგადოებასაც და პოლიტიკოსებსაც.
მოვა დრო და ამ საქმეს ხელახლა გამოიძიებენ, მჯერა. ნამდვილი დამნაშავეებიც დაისჯებიან.
თავისუფლება დეკანოზ გიორგი მამალაძეს!", - წერს უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი