ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება:
"14 წლის მოზარდი, ისედაც თვითდაზიანების მაღალი რისკ ჯგუფი, კიდევ ძალადობის მსხვერპლი, რაც თვითგანადგურების სურვილს აძლიერებს და შემდეგ იმ საზოგადოებრივი აზრის მიერ დათრგუნული, რომელ საზოგადოებასაც "დამნაშავედ" მსხვერპლი, სირცხვილად კი არა ძალადობა, არამედ მსხვერპლობა მიაჩნია. ყველა მოზარდს ვთხოვდი, მთელი თქვენი გონიერების მოკრებით, მთელი ძალით გამოეყავით ასეთ საზოგადოებას და ქვეცნობიერადაც არ იგულისხმოთ თავი მის წევრებად. თუ შორიდან და ზიზღით ყურებას ისწავლით ყველა გამკითხავი მენტალობის მქონე დაჯგუფების მიმართ, აღარ იქნება თქვენი სადარდებელი, რას ფუთფუთებენ ფსკერზე და რა ინსტინქტებით "არეგულირებენ" თავიანთ კაციჭამიურ "მორალს". ყოველდღე გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ეკუთვნით მათ, არაფერი გაქვთ საერთო მათთან და ამ ფსკერის ბინადრები დაკარგავენ ძალაუფლებას თქვენს ბედნიერებაზეც და თქვენს ტკივილზეც და ვეღარასდროს გაიძულებენ სიკვდილს.
პ.ს. ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მსხვერპლს შეეძლება დაცულ სივრცეში მიიღოს ჭერიც და დახმარებაც,"- წერს ის.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
