"არსებული ხმაური მათთვის უფრო სტრესულ გარემოს ქმნის და მათი ცხოვრების რეჟიმიც უფრო გამკაცრდა"

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"გუშინ ვიყავი ნინოწმინდის პანსიონატთან. დახურულ კარს მიღმა ვესაუბრე რამდენიმე გოგოს, რომელიც ადრეული ასაკიდან (3-5 წელი) ამ პანსიონატში ცხოვრობს. თქვეს რომ მხოლოდ მათი ნაწილი ახერხებს ზაფხულობით მშობლების ნახვას. სხვა დროს ისინი ინტერესს მათი ყოფის მიმართ არ იჩენენ.

 

ორი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მომცეს ბავშვებმა."

 

პირველი. მითხრეს, რომ არსებული ხმაური მათთვის უფრო სტრესულ გარემოს ქმნის და მათი ცხოვრების რეჟიმიც უფრო გამკაცრდა. თითქოს ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და ჩვენი მოსმენა არავის უნდა. პრობლემებზე არ ილაპარაკეს. რა თქმა უნდა სრულად მესმის, რომ ბავშვებს, რომლებიც ადრეული ასაკიდან დახურულ ინსტიტუციაში ცხოვრობენ ინტერნალიზებული აქვთ კონტროლის და დისციპლინირების პრაქტიკები და მათთვის ნორმალიზებულიცაა ისინი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კომუნიკაცია დავალებულიც ჰქონდათ. თუმცა, ამ ვითარებაში და ჩვენს სახელდებებში მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ბავშვებს დამატებითი სტრესი არ მივაყენოთ და მათი წარსულის და რეალობის ტრავმა და სირცხვილი კიდევ უფრო არ გავაღრმავოთ.

 

მეორე. მათმა ნაწილმა მითხრა, რომ ისინი გარეთ უფრო ცუდად იქნებოდნენ. იმისთვის რომ მართლები ვიყოთ, ჩვენ არა მხოლოდ საპატრიარქოს დაწესებულებების არაჰუმანურობაზე უნდა ვილაპარაკოთ, არამედ არსებული ეკონომიკური და სოციალური წესრიგის არაჰუმანურობაზე და ჩვენს საზოგადოებაში, ოჯახებში გამჯდარ ძალადობასა და არაადამიანობაზე, რომელიც ამ რეალობის პირველწყაროა. დიახ სიღარიბე, შიმშილი, ოჯახების მხარდეჭერის პოლიტიკის არ არსებობა, განათლების და განვითარების უთანასწორო შესაძლებლობები ასევე ძალადობაა და ჩვენ გვყავს ელიტა, რომელიც ამაზე ბევრს არ ლაპარაკობს და სოციალური დარვინიზმის ლოგიკას მისდევს. პრობლემის სწორი სახელდების და გაფართოების მნიშვნელობას ბავშვებთან ლაპარაკის დროს კიდევ ერთხელ მივხვდი.

 

რა თქმა უნდა, პანსიონატში გამოვლენილი ძალადობის ფაქტები დროულ გამოძიებას საჭიროებს და ყველა დამნაშავე პირი, მათ შორის, ისინი, ვინც იცოდნენ ამ პრაქტიკის შესახებ და იწყნარებდნენ, უნდა დაისაჯონ.

 

რა თქმა უნდა, სასულიერო პირების ნაწილი არაადამინური პრაქტიკების და იდეების შემოქმედები არიან.

 

რა თქმა უნდა, დასაწყებია პანსიონატების დროული დეინსტიტუციონალიზების პროცესი.,"- წერს თამთა მიქელაძე. 

წაკითხვა 429 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.