ძალიან ცოტა დარჩა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - "კურევაკის" მესამე ფაზის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული კვლევების თანახმად, ვაქცინამ მხოლოდ 47 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.
კულუმბეგოვის თქმით, სულ უფრო ცოტა რჩება უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ამიტომ ალერგოლოგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან ხელმისაწვდომი ვაქცინებით.
"კურევაკი (CureVac) - გერმანული წარმოების mRNA ვაქცინა (ფაიზერის და მოდერნას ანალოგი), რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობდი, სამწუხაროდ მესამე ფაზის კვლევის წინასწარი შედეგებით მხოლოდ 47%-იანი ეფექტიანობას აჩვენებს. ევროკავშირის ქვეყნებს წინასწარ განაცხადი ქონდათ გაკეთებული 400 მილიონი დოზის შესყიდვაზე.
ძალიან ცოტა დარჩა სამწუხაროდ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა, ამიტომ გავიკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია. ყველაზე საუკეთესო გზა თავი დავიცვათ დელტა (ინდური) ვარიანტისთან მაინც არის ვაქცინაცია!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
