"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, არის ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია, ნიჰილიზმის გაღვივება"
შეწყვიტეთ ოპოზიციაზე იერიშის მიტანა, დისკრედიტაცია, კინკლაობა, გახსენება, წამოძახება, უიმედო სიტუაციის დახატვა და ასეთები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, არის ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია, უიმედობის, ნიჰილიზმის გაღვივება... ზუსტად იცის, რომ ასეთ პირობებშიც კი, როცა მთავარი სამიზნე მოძალადე, კრიმინალი, მატყუარა ხელისუფლება უნდა იყოს, მაინც ოპოზიციისკენ გადაიტანს "მავანი" ისრებს. გაგვძარცვეს, სახელმწიფო ჩამოშალეს, ადამიანები დაამშიეს, ქვეყნიდან განდევნეს, რუსეთს გუბერნიად უნდათ რომ გვაქციონ და ასეთ დროშიც თავს ვესხმით ოპოზიციას...
შეწყვიტეთ დაუსრულებელი კინკლაობები ხალხის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის... გადადეთ ყველფერი გვერდით და ვიბრძოლოთ, რომ დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა ამ მტარვალებისგან. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. სხვა დანარჩენი უინტერესო, უშინაარსო და მხოლოდ სულელურ დაპირისპირებას ემსახურება. შენ ეს თქვი, შენ ის, შენ ასე ამბობდი, მე ასე გავაკეთე... არავის აინტერესებს!
ხვალინდელი დღე, უკეთესი მომავალი, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, წარმატება და სწრაფვა განვითარებისკენ...
ოცნებამ გამოაცხადა მარცხი და ახლა ამას უნდა გაფორმება. ჩასაფრების და ერთმანეთისთვის ფეხის დადების გარეშე. ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის მოვალეობაა, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ასე მოვიქცეთ.
ყველაფერი კარგად იქნება! ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ,"- წერს ლევან ხაბეიშვილი.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის