ოქტომბერში გვექნება ბევრი ვაქცინა, მათ შორის უკვე ვადაგასული - აკაკი ზოიძე
სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება მას მერე, რაც მივუახლოვდით იმ მიჯნას, რაც ვიცოდით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, რომ აცრას ითხოვდა, ან თანახმა იყო, რომ აეცრა დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ჩვენი მოქალაქე, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"დასანანია, რომ მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ძალიან ცოტა გაკეთდა სახელმწიფოს დონეზე იმისთვის (არ ვამცირებ ცალკეული ორგანიზაციების და ინდივიდუალების ინიციატივებს), რომ დაგვერწმუნებინა/გადაგვერწმუნებინა მინიმუმ 800 ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ყოყმანობს აიცრას მხოლოდ იმის გამო, რომ აქვს უპასუხო კითხვები, ან დაბნეულია წინააღმდეგობრივი ინფორმაციით, რომლითაც გაჯერებულია საინფორმაციო სივრცე. ყველაზე უფრო ცუდი ის არის, რომ მნიშვნელოვანწილად ამ დაბნეულობის მიზეზი სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა. ამ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენიათ. ოღონდ ის ავიწყდებათ, რომ რწმენას, რომ დედამიწა ბრტყელია და სამყაროს ცენტრშია - ცოტა ვინმე ან საერთოდ არავინ მოუკლავს, განსხვავებით რწმენისგან, რომ ვაქცინას მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე კოვიდს და რომ თურმე "ბუნებრივი" იმუნიტეტი სჯობია "ხელოვნურს".
მოკლედ: ოქტომბერში გვექნება ბევრი ვაქცინა, მათ შორის უკვე ვადაგასული და არ გვეყოლება მსურველი..."- წერს აკაკი ზოიძე.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი