"მეათე წელია ყიდიან ამ ქვეყანას საკუთარი პირადი ხეირის სანაცვლოდ"

ხალხო, მეგობრებო, ფრენდებო, არაფრენდებოც!!! აღარ შემიძლია ამაზე ლაპარაკი! კიდევ ერთხელ დავწერ - გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და, თუ მეთანხმებით, გაავრცელოთ, რომ ხვალიდან ეს შევცვალოთ! - ამის შესახებ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.

"ოცნების" წარმომადგენელთა მოხსენიება "იდიოტებად", "დებილებად", "რეგვენებად", "სირებად", "უნიათოებად" და ა.შ. არის არა უბრალოდ არაადეკვატური შეფასება, არამედ საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია.

 

ღარიბაშვილი, კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი, თალაკვაძე, რიჟვაძე, ვოლსკი, წულუკიანი, გორის მერი და სხვა ქოცნი "დებილები" კი არა, ვერაგი, ცბიერი, გაქნილი, სულგაყიდული, ყველაფერზე ხელის მომწერი და ყველაფერზე უკვე ხელმონაწერი ხალხია.

 

ისინი იმიტომ კი არ ამბობენ იმას, რასაც ამბობენ, რომ "დებილები" არიან, არამედ იმიტომ, რომ დავალება აქვთ ასეთი. გენერალური ხაზია ასეთი. ესაა ამ პოლიტიკური ძალის შეგნებული, გააზრებული, თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკა.

 

წინა ხელისუფლებაშიც ბევრი სულელი იყო, მაგრამ სწორი პოლიტიკური ღერძის პირობებში ისინი საკუთარ სისულელეს არ ან ვერ ავლენდნენ.

 

ნებისმიერი თანამედროვე ომის მოგების გასაღები პროპაგანდაა და პროპაგანდისტულ ომს პირწმინდად ვაგებთ, როცა მოღალატეებს დებილებად ვიხსენიებთ, რითაც დაუმსახურებლად ვამსუბუქებთ მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს
დანაშაულებს ქართველი ხალხის წინაშე და საკუთარ თავს ვიტყუებთ, რომ პრობლემა კონკრეტული ტიპების სიბეცეა და არა ივანიშვილის პოლიტიკა, დღიდან მისი გამოჩენისა.

 

ჰოდა - უმორჩილესად გთხოვთ! - შეწყვიტეთ ამ თბილი ეპითეტების გამოყენება. არ არიან ესენი "შტერები" და "იდიოტები". მეათე წელია ყიდიან ამ ქვეყანას საკუთარი პირადი ხეირის სანაცვლოდ. ბოგანოები მულტიმილიონერებად იქცნენ ამით.

 

ვიშის რეჟიმია ეს. უფრო დახვეწილებს შეგიძლიათ კოლაბორაციონისტები უწოდოთ. ყველა დანარჩენის ენაზე კი ამას მარტივი ქართული სიტყვა "ღალატი" ჰქვია.

 

გაგიგიათ, უკრაინელებს რომელიმე მოღალატისთვის "დებილი" ეწოდებინოთ?
არა. იქ მოღალატეებს ღირსეულად ექცევიან, როგორც თავმოყვარე ერს ეკადრება.
ამიტომაც უკრაინელები მოიგებენ ამ ომს. ხოლო ჩვენ ომში რა მოხდება, ჩვენი გადასაწყვეტია"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 397 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.