May 17, 2024

„რუსებს მთლიანად რომ დავეპყარით რას გააკეთებდნენ ? “ - ზაზა ბიბილაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, 2008 წელს რუსეთს მთლიანად, რომ დავეპყარით ზუსტად იმას გააკეთებდა რასაც „ოცნება“ ბოლო 7 წლის განმავლობაში აკეთებს.

 

„ 2008-ში რუსებს მთლიანად რომ დავეპყარით, რას გააკეთებდნენ?

დამოუკიდებლობას ფორმალურად არ გაგვიუქმებდნენ. დასვამდნენ თავიანთ მთავრობას, რომელიც დაგმობდა წინამორბედს, როგორც უგუნურსა და ანტიეროვნულს; იტყოდა, რომ ყველა წარმატება, სინამდვილეში, ილუზორული იყო; განდევნიდა ან დაიჭერდა ქართული სახელმწიფოს / ჯარის / პოლიციის / იუსტიციის სახლების შემქმნელებს; უბედური შემთხვევების სერიაში დახოცავდა ჯარისკაცებსა და სპეცრაზმელებს, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ლეონის ორდენოსან მკვლელებს აფხაზეთში და იცავდნენ ჩვენ მოსახლეობას შიდა ქართლში; ყველა ნატვრას აუსრულებდა გაზპრომს; სტაბილურ წაგებაზე გაიყვანდა ოდესღაც სუპერმომგებიან სახელმწიფო საწარმოებს (როგორც შევარდნაძის დროს); გააბანძებდა და აბუჩად ასაგდებს გახდიდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს; დაასაქმებდა უვიცებსა და უქნარებს, უვიცობისა და უქნარობის ნიშნით; კორუფციასა და ფუფუნებაში ჩაალპობდა მმართველ კლასს, რათა ეს უკანასკნელი ორგანულად ყოფილიყო დაინტერესებული ამ რეალობის შენარჩუნებით; კანონმორჩილ მოქალაქეებს კი მომავლის იმედს ჩაუკლავდა. ერთი სიტყვით, გააკეთებდა ზუსტად იმას, რასაც აკეთებს "ოცნება" ბოლო 7 წელია“, -  წერს ზაზა ბიბილაშვილი. 

წაკითხვა 873 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.