"თალიბანად იქეცით?" - უჩა ნანუაშვილი „ქართულ ოცნებას“
რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მოვლენებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა და მმართველ გუნდს კითხვით მიმართა.
„გაუფრთხილებლად დაუწყეს მხუთავი გაზების გამოყენება თავიდან იქ, სადაც პატარა ბავშვებიც იყვნენ. თალიბანად იქეცით? „ქართული ოცნება“, - წერს ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
საკანონმდებლო ორგანოსთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
პარლამენტთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.
პარლამენტმა დღეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სწორედ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაიწყო პარლამენტთან შეხლა-შემოხლა.
„მოღალატეებო“, მონებო“, „რუსებო“, „პუტინისტებო“ - ასე სკანდირებენ აქციის მონაწილეები პარლამენტთან.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
