"დასავლეთმა უნდა იმოქმედოს! - „ქართული ოცნების“ მთავრობა ქართველ ხალხს უფსკრულისკენ მიათრევს" - ლატვიელი ევროპარლამენტარი
დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
„სცენები საქართველოდან: მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების გასაჩუმებლად გამოყენებული პოლიციის სისასტიკე, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ქართველების 80%-ს ევროკავშირში მომავალი სურს, მაგრამ მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ პრორუსული უფსკრულისკენ მიათრევს. დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ - წერს რიჰარდს კოლსი.
სიახლეები
- "შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - მიხეილ სააკაშვილი
- „ოპოზიციის ალიანსი“ შეთანხმების პრინციპთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- "ვიშრომეთ ისე, როგორც მხოლოდ მაშინ შრომობ, როცა სანუკვარ ოცნებას ხელით აშენებ" - თამუნა ჯიქია
- ალირეზა არაფი ირანის დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა
- რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ
