"ბოდიშს ვუხდი მათ..." - რას წერს გია ხუხაშვილი?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"განსასჯელთა სკამზე მჯდომ, სისტემის მიერ ტყვედ აყვანილ ზვიად ცეცხლაძეს და სხვა ბავშვებს რომ ვუყურებ, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ბრალმდებელი ბრალდებულად იქცევა და ბრალდებული ბრალმდებელად.
დარწმუნებული ვარ, რომ სისტემა გააფთრებით ცდილობს იპოვოს სუსტი რგოლი, რომელიც “მოინანიებს” და მოყვება, როგორ “თხრიდნენ გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე”.
ვერც ერთი ვერ შეაშინა, ვერ მოისყიდა, ვერ დააჩოქა.
ასე ამაყად, თავაწეული, ნამდვილი ღირსებით შეაბიჯებს ჩვენი ახალგაზრდობა თავისუფალ, სიკეთით და სიყვარულით სავსე მომავალში.
ბოდიშს ვუხდი მათ ყველა იმ შეცდომის, თუ გადაცდომის გამო, რამაც ამ უბედურებამდე მოგვიყვანა. იმის გამო, რომ ვერ შევძელით მათთვის ნორმალური, ცივილიზებული გარემოს შექმნა ჯანსაღი განვითარებისთვის და მათ თვითონ უწევთ ამისთვის ბრძოლა.
ბოდიში უნდა მოიხადოს მათთან ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელთაც ვერ შეძლეს მათი არჩევანის სათანადოდ დაცვა და ახლაც ვერ ახერხებენ ბრძოლის წინა ხაზზე გასვლას.
ბოდიში უნდა მოვუხადოთ მამებმა და დედებმა, ბაბუებმა და ბებიებმა, რომ არ ვიცნობდით, არ ვაფასებდით, როგორი ვაჟკაცი, განათლებული, პატრიოტი შვილები და შვილიშვილები გვყოლია.
ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ამასთანავე ვიამაყოთ მათით." -წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
