"ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება" - ნიკა გვარამია
საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
როგორც გვარამია წერს, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება მხოლოდ მას აქვს.
„საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო.
ნებისმიერ კანონს, რომელსაც მიიღებენ, ნებისმიერ „მთავრობას“ თუ კარიკატურულ „პრეზიდენტს“ აქვს ფუჩეჩის (ჩალა უფრო ძვირია) ფასი.
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას!
გამოსავალი ერთადერთია: ახალი არჩევნები ნეიტრალური და სანდო ადმინისტრაციით და მაღალი საერთაშორისო ჩართულობით და ასეთი არჩევნები იქნება აუცილებლად და იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.
ბევრად მკაცრი საერთაშორისო სანქციები, ეჭვგარეშეა, იქნება და, კვლავ იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.
ივანიშვილი დამარცხებულია, რეჟიმი ჩამოშლილია და ამის სამართლებრივად გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია, რაც ჩვენგან გამძლეობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს.
ჩემი შეფასებით (რაც შემიძლია საკანში გავიგო ადვოკატების მეშვეობით) ყველაფერი, კვლავ იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით - ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.
ერთადერთი, რისი იმედიც, „ქოცებს“ დარჩათ, ე.წ. ახალი წლებია, როცა საქართველო, ტრადიციულად, 2 კვირით იძინებს.
ჩავხედოთ რეალობას თვალებში - ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა, რომელიც, თუ გადავლახეთ, სამშობლოს სამშვიდობოს გავიყვანთ და მივალთ, სადაც ათწლეულია,
მივდივართ - ევროპაში!
და ბოლოს: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა, კვლავ, უფრო მალე, ვიდრე გვგონია.
ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!“ - წერს გვარამია.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე