"საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „საქართველოში პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“.

 

„ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა ხდება პარტიების ფლანგზე. ორი პარტია ცდილობს, რომ დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ „ოპოზიციად“ და გვერდზე გაწიოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ივანიშვილის მოსაშორებლად. ამ ლოიალური პარტიებიდან ერთ-ერთს აქვს ფინანსური ბერკეტები. ტელევიზიებზე დააკვირდით, რომ ბოლო ხანებში ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ადრე, იწვევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს (რაც მე ძალიან მახარებს) და უსვამენ ერთი და იმავე კითხვებს - „იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მარცხზე“, რა მოხდება თუ 4-ში ყველაფერი არ დამთავრდა“. თავისთავად, ეს ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ მათი მუდმივი გამეორება ნათლად მეტყველებს, რომ „ლოიალურ ოპოზიციას“ მთელი გათვლა აქვს საპროტესტო მოძრაობის მარცხზე და კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციაზე. ე.ი. მათ მთელი ფსონი აქვთ დადებული რუსული რეჟიმის დარჩენაზე. რამდენად მორალურია ეს პოზიცია თქვენ თვითონ განსაჯეთ. საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია. თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია (ნეპალი, მადაგასკარი, მიმდინარე სერბული პროტესტი) იქნა მოხდენილი „ჯენზის“ მიერ და საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 51 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.