"ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
დააკვირდით, რა სასაცილო „იურიდიულ“ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ღარიბაშვილის მითვისებული 6 მილიონი დოლარის აღმოჩენის შემდეგ (ასი მაგდენი გადამალული აქვს) 5 წლით დააპატიმრეს და თქვეს, რომ ეს არაა სამოხელეო დანაშაული, ხოლო მე ქილერ ფარცხალაძის წაყენებული ბრალით არა მითვისების, არამედ ვითომ გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მომისაჯეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად მასში ხედავს კრიმინალური მმართველობის დასრულების და ამოძირკვის საფრთხეს“.
„დააკვირდით, რა სასაცილო „იურიდიულ" მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ღარიბაშვილის მითვისებული 6 მილიონი დოლარის აღმოჩენის შემდეგ (ასი მაგდენი გადამალული აქვს) 5 წლით დააპატიმრეს და თქვეს, რომ ეს არაა სამოხელეო დანაშაული, ხოლო მე ქილერ ფარცხალაძის წაყენებული ბრალით არა მითვისების, არამედ ვითომ გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მომისაჯეს. ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ღარიბაშვილის ამნისტიაში ე მანდ, შემთხვევით მეც არ მოვყვე, ესაა და ეს! რა თქმა უნდა, ბევრ „ობიექტურ დამკვირვებელს" ეს დეტალი შეუმჩნეველი დარჩება იმიტომ, რომ უჭირთ იმის აღიარება, რომ ივანიშვილისთვის ძალიან ბევრი რამე ჩემს გარშემო ტრიალებს. ის ყველაზე მეტად ჩემში ხედავს კრიმინალური მმართველობის დასრულების და ამოძირკვის საფრთხეს. ამითაცაა განპირობებული ჩემს გვერდზე ტროლ-ბოტების შემოსევა და ახალ-ახალი ბრალდებები“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
