რა შეიძლება გადმოვიღოთ რუსეთისგან?
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით ერთადერთი რისი რუსეთიდან გადმოღებაც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა, ეს რუსეთის მეფის – პეტრე დიდის მიერ გატარებული რეფორმებია:
"თუ მაინცდამაინც რუსეთისგან გვინდა რამე გადმოვიღოთ მაშინ ეს მისი ყველაზე წარმატებული მონარქისგან უნდა გავაკეთოთ.
ჰოდა მოდით პეტრე დიდის (1672-1725) რეფორმების ნაწილი გავიხსენოთ:
1. 2 წლით თვითონ მოქმედი მეფე გაემგზავრა ევროპაში რაც მანამდე და არც მერე არავის გაუკეთებია.
2. ჩამოიყვანა (ინგლისიდან, შოტლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, დანიიდან, ვენეციიდან) ათასობით ინჟინერი, მშენებელი, სამხედრო, ხელოსანი, მასწავლებლი და ა.შ.
3. ასევე ათასობით რუსს უშვებდა სასწავლებლად რომლებიც ჩამოსვლისას გამოცდებს აბარებდნენ თუ რა შეისწავლეს.
4. გამოსცა კანონი რომლის მიხედვით გაუნათლებელ დიდგვაროვან შთამომავალს უფლება ერთმეოდა მემკვიდრეობაზე და ქორწინებაზე.
5. გაატარა დეცენტრალიზაციის დიდი ტალღა და შექმნა რეალურად დამოუკიდებლი რეგიონალური მმართველობა.
6. გაპარსა, ევროპულ ყაიდაზე ჩააცვა და ევროპული ცხოვრების წესს (ჭამის და კბილების გახეხვის წესი, კალენდარი, ანბანი, არაბული ციფრთა სისტემა, თავშეყრის ადგილებში მოქცევის წესი და ა.შ.) აიძულებდა არისტოკრატიას.
7. ცდილობდა ჩამოეტანა ყველა ტექნოლოგია რაც ევროპაში ნახა, გაატარა ინდუსტრიონალიზაციის და ვაჭრობის განვითარების მანამდე არნახული რეფორმები.
8. მაშინ როცა ბალტიის ზღვაზე გასასვლელს ჯერ კიდევ შვედები, ხოლო შავ ზღვაზე ოსმალები აკონტროლებდნენ დაიწყო გემთმშენებლობის უზარმაზარი პროექტები (ინოვაციაც ასეთი უნდა).
9. ცდილობდა ბრიტანული ყაიდის დამოუკიდებელი სასამართლო შეექმნა (ეს უშედეგოდ)
10. გაათანაბრა ქალების და კაცების უფლებები.
მოკლედ პოსტმონღოლური აზიური ქვეყნის იმ დროისთვის სრული ევროპიზაცია მოახდინა.
ამ გაგებით რუსეთუმეობას (ევროპიზაციას) ავიტანთ."
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს