"არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ" - გიორგი შარაშიძე
ჩვენი პარტია პირველივე წუთიდან გაემიჯნა ამ იდიოტობას და მავნებლობას, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარს, არამედ ბოიკოტს და ამისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარმა პარტია გააძლიერა და მისი წევრები დაარწმუნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი იყო.
„გარკვეული დარტყმა საკუთარ თავზე მივიღეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და ასეც გავაგრძელებთ. არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან იმ ადამიანებს, ვინც გააუბედურეს საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო. მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მათთან არასდროს, არანაირი კავშირი არ ექნება, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, დიდი ხანია, მათ ხაზი გადავუსვით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და გვესმის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ, ეს გამოწვევა მივიღოთ ამომრჩეველთან ერთად, რომელიც ხედავს, რომ ბოიკოტის კამპანია შეცდომა და მავნებლობა იყო, აღარაფერს ვამბობ მშვიდობიან დამხობაზე. მიხვდებიან, რომ არჩევანი უნდა გააკეთონ არა ისეთ უპასუხისმგებლო პარტიებზე, რომელთა გამოც მოხდა ყველაფერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის მსგავს გონიერ, ზომიერ, პასუხისმგებლიან, პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკურ ძალაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
სიახლეები
- შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არასრულწლოვანებზეც გავრცელდეს
- შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი
- "სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკასა და საქართველოში, თუ რა ხდება? აბსოლუტური აბსურდია დასკვნა, რომ, რაც ამერიკაში მისაღებია, ქართველებისთვის არ არის"