"სამყაროს თავის ბალანსი აქვს, ჩვენ მოგვწონს თუ არა" - რა სარგებლობა მოაქვს კორონავირუსს?
იტალიაში მცხოვრები თამუნა ტუჩაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რა სარგებლობა მოაქვს კორონავირუსს ?
(თუ ვინმეს ჩემი ცემა მოგინდებათ ,იტალიაში ვარ და მოდით)
1. შენელდა არაადამიანური ცხოვრების რიტმი.
2. წლობით სამსახურებსა და სასწავლებლებში გაბნეულმა ოჯახის წევრებმა სახლებში ნახეს ერთმანეთი.
3. სუფთავდება, იწმინდება და სუნთქავს ქალაქები, განსაკუთრებით იტალიის ტურიზმის მქონე ქვეყნისთვის. მაგალითად, რომს და ვენეციას სხვანაირად ეს არ ეღირსებოდა ხალხის რაოდენობის გამო ...
4. ვიბანთ ხელებს.
5. ეკონომიკის სერიოზული ვარდნა გამოიწვევს ფასების დაწევას და როგორც ჩემი მეგობარი ამბობს ,”მუთაქებიდან “ ფულის ამოღებას და ბრუნვაში გაშვებას. იტალიის ბანკებში დიდი იდენობის თანხაა, რომელსაც არასდროს ეხებოდნენ.
6. ქვეყნის ოდნავ გაახალგაზრდავების პროცესი - მესმის თითოეული ოჯახისთვის და ადამიანისთვის ყველა გარდაცვლილი ტრაგედიაა ,მაგრამ თითქმის გამქრალი შობადობის ფონზე, როცა საპენსიო ფონდები ხანდაზმულებს ვეღარ აუდის, იტალიის “ასაკი“ დასაწევი იყო და ამას თვითონაც ამბობენ ...
7.სამყაროს თავის ბალანსი აქვს, ჩვენ მოგვწონს თუ არა კატასტროფები, მიწისძვრები და პანდემიები უნარჩუნებენ დედამიწას წონასწორობას და ამას უნდა შევეგუოთ.
8. ყველა ,სამუშაო გრაფიკისგან გადაღლილი ადამიანი დაისვენებს რაღაც დროით. მე ,რადგან დაღლილი დავიბადე, ორმაგად ვისვენებ.
9. შემეხმიანა წლების სახეებ - სახელებ დავიწყებული ხალხი, ალბათ სხვებსაც... დიდი კომუნიკაბელურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ ყველას გამოჩენა გამიხარდა. ფიზიკური კონტაქტები და ჩვენიანებთან ახლო ურთიერთობა აქ ისედაც არ გვქონდა, მისალმებებით ამოვიწურებით და ჩვენი რეჟიმი დიდად არ შეცვლილა ამით.
10. პრობლემა სერიოზულია და ფრთხილად ვართ, ერთმანეთის გამოც, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩემი ყოფნა - არ ყოფნით არც საქართველოს და არც იტალიას დედაენა არ დაეკარგება, სამყაროსთვის ჩვენ არავინ ვართ და მოვდუნდეთ, დავფიქრდეთ, ფასეულობები გადავაფასოთ ,ყველაფერი წარმავალია, ცხოვრებაში ერთხელ “ფილმშიც“ ვიცხოვროთ და ყველაფერი მოგვარდება ცოტა ხანში.
თუ ვინმე შეავსებს ჩამონათვალს, სიამოვნებით მივიღებთ, კარგია, რომ ვირტუალურად არ გადადის არაფერი,"- წერს თამუნა ტუჩაშვილი.
სიახლეები
- შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არასრულწლოვანებზეც გავრცელდეს
- შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა
- "არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ" - გიორგი შარაშიძე
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი