Facebook "რასობრივი სამართლიანობისთვის" იბრძოლებს
Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ იგი მზად არის შეიმუშაოს სპეციალური ზომები, რათა უზრუნველყოს „რასობრივი სამართლიანობა“ სოციალურ ქსელში.
ცუკერბერგი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში "ძალის გამოყენების მუქარის" შემცველი მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის საკითხსაც აუცილებლად გადახედავს.
”ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროდუქცტის შექმნაზე, რასობრივი სამართლიანობის გასამყარებლად... ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში რასობრივი უსამართლობის გადალახვაში, და ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა შევცვალოთ ეს. მე მჯერა, რომ ჩვენი პლატფორმები დადებით როლს შეასრულებენ ამაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ჩვენი როლი მაქსიმალურად პოზიტიური იყოს “, - ნათქვამია კომპანიის დამფუძნებლის განცხადებაში.
ცუკერბერგმა ასევე განაცხადა, რომ წაიშლება ისეთი შინაარსის პოსტები, რომელიც ამომრცეველთა მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისკენ არის მიმართული.
"ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას, რომელიც ამომრცეველთა ჩართულობისა და ძალის გამოყენების სახელმწიფო საფრთხეებს განიხილავს", - წერს ცუკერბერგი.
მარკ ცუკერბერგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „Facebook-ის“ თანამშრომლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის მიზეზი ცუკერბერგის გადაწყვეტილება გახდა, როდესაც მან განაცხადა, რომ არ წაშლიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩანაწერს, რომელშიც ის ძალის გამოყენებით იმუქრებოდა.
სიახლეები
- “გამოართვა თანხა და სცადა, მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს” – სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა
- “დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით და ამ ომში საქართველო არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო “ - მამუკა მდინარაძე
- “ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს – ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში” - მერაბ მეტრეველი
- ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით, საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
- “ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა; ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება” - რომან გოცირიძე