November 22, 2024

"ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ახლა იწყე­ბა..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან

18 ივ­ნი­სის ღა­მეს, მას შემ­დეგ რაც მცხე­თა­ში სა­ბე­დის­წე­რო წვე­უ­ლე­ბა­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თავს და­ესხნენ არაგ­ვის ხიდ­ზე მყო­ფებს და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და­ი­კარ­გა, ამ მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მცხე­თი­დან წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი თბი­ლის­ში, თემ­ქა­ზე აგ­რძე­ლებ­და წვე­უ­ლე­ბას.

ჟურ­ნა­ლის­ტი, "პო­ლიტ­მეტ­რის" წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­დან, რო­მე­ლიც მისი თქმით, სწო­რედ თემ­ქის წვე­უ­ლე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს კად­რე­ბი და ის ფაქ­ტი, რომ აქამ­დე არა­ვის უხ­სე­ნე­ბია ახალ­გაზ­რდე­ბის თემ­ქა­ზე შეკ­რე­ბა, და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს:

 

"1. და­ბა­დე­ბის დღი­დან სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნით წა­მო­სუ­ლი იუ­ბი­ლა­რი ანა გა­ბე­ჩა­ვა და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი თბი­ლის­ში ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

 

2. ანა გა­ბე­ჩა­ვა გად­მოჯ­და იმ მან­ქა­ნა­ში, სა­დაც ზის მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი სხვა ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, მათ შო­რი­საა იუ­ბი­ლა­რის ნა­თე­სა­ვი ვაჟა, ასე­ვე გი­ორ­გი ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის­თვის უც­ნო­ბი ბიჭი.

 

 

3. ყვე­ლა­ნი მი­დი­ან თემ­ქა­ზე, იუ­ბი­ლარ ანა გა­ბე­ჩა­ვას ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში.

 

 

 

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ახლა იწყე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ეს ის ღა­მეა, როცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. როცა მცხე­თა­ში ხიდ­თან ახალ­გაზ­რდებს თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

 

ახლა გა­ვაგ­რძე­ლოთ. რო­გორც გი­თხა­რით, ახალ­გაზ­რდე­ბი ადი­ან თემ­ქა­ზე. უკვე იმ ბი­ნა­ში ჩანს ფო­ტოგ­რა­ფი ია­კობ ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც ფო­ტო­ებს უღებს იქ მყოფ გო­გო­ებ­სა და ბი­ჭებს. ფო­ტო­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვით, და­ვად­გი­ნეთ, რომ ია­კობს უკვე გა­დახ­და ის ის­ტო­რია მცხე­თა­ში ხიდ­თან, შემ­დეგ ია­კო­ბი პო­ლი­ცი­ამ წა­მო­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში. სა­ბო­ლო­ოდ ის აღ­მოჩ­ნდა თემ­ქა­ზე. წარ­მო­გიდ­გენთ ფო­ტო­მა­სა­ლას ია­კობ ბრეგ­ვა­ძის აპა­რა­ტი­დან.

 

რა­ტომ არა­ფერს უფრო მეტს არ ამ­ბობს ამ დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა? რა­ტომ არ­სად ჩანს ზო­გი­ერ­თის ჩვე­ნე­ბა­ში, რომ ია­კობ ბრეგ­ვა­ძე დი­ლამ­დე იმ­ყო­ფე­ბა თემ­ქა­ზე? სად ჩა­მოს­ვა პო­ლი­ცი­ამ ბრეგ­ვა­ძე - თვი­თონ ამ­ბობს, დი­ღომ­შიო. გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე და მერე სახ­ლში წა­ვე­დიო. მო­უყ­ვა თუ არა ბრეგ­ვა­ძე სხვა თა­ნა­ტო­ლებს ყვე­ლა­ფერს, რამ­დე­ნი ბიჭი დარ­ჩა მცხე­თა­ში და სად გაქ­რნენ? ზუს­ტად რა გა­დახ­დათ თავს მას და სხვებს სამ­რე­ცხა­ოს­თან, როცა თავს და­ეს­ხა ჯერ "მერ­სე­დე­სის", შემ­დეგ კი "ტო­ი­ო­ტას" შე­მად­გენ­ლო­ბა? რო­დის გა­ი­გეს თემ­ქა­ზე დი­ლამ­დე მყოფ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ?

 

ასე­ვე დავ­დე ერთ-ერ­თის - თემ­ქის ბი­ნის მას­პინ­ძლის ჩვე­ნე­ბა, რაც ადას­ტუ­რებს, რომ თემ­ქა­ზე ყოფ­ნის დროს მათ იცი­ან ია­კო­ბის­გან მერ­სე­დე­სი­სა და ტო­ი­ო­ტას ჩხუ­ბის ეპი­ზო­დე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ რამ­დე­ნად კარ­გად იცი­ან პრობ­ლე­მის სიმ­ძი­მე? შე­გახ­სე­ნებთ, ია­კო­ბი დი­ლამ­დე თემ­ქა­ზე რჩე­ბა და ამას მას­პინ­ძე­ლი ადას­ტუ­რებს და ის ფო­ტო­ე­ბიც, რაც ავ­ტვირ­თე.

 

 

ახალ­გაზ­რდე­ბი (ნა­წი­ლი მა­ინც) დი­ლამ­დე რჩე­ბი­ან თემ­ქა­ზე. ჯერ გვი­ა­ნი ღა­მეა, მერე კი გამ­თე­ნი­აც ჩანს - ფო­ტო­ებ­შია. მათ იცი­ან ია­კო­ბის­გან, რომ თავ­დას­ხმა მოხ­და მცხე­თა­ში, ხიდ­თან, მაგ­რამ სად გაქ­რნენ ია­კობ­თან ერ­თად მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი? რა ბედი ეწი­ათ მათ? ამა­ზე აქვთ იმ დროს პა­სუ­ხი?

 

თემ­ქის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან: იუ­ბი­ლა­რი ანა გა­ბე­ჩა­ვა, მარი და ვაჟა ადე­იშ­ვი­ლე­ბი. მას­პინ­ძლე­ბი ლიზი ნა­დი­რა­ძე, მა­რი­ამ კვა­ჭა­ძე, გი­ორ­გი ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი და ია­კობ ბრეგ­ვა­ძე.

 

დღეს, როცა ჩვე­ნი პრო­დი­უ­სე­რე­ბი თემ­ქა­ზე, იმ კორ­პუს­თან მი­ვიდ­ნენ, მა­ლე­ვე ად­გილ­ზე გაჩ­ნდნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ისი­ნი ავიდ­ნენ ერთ-ერთი ბი­ნა­ში. მოკ­ლედ, სულ უფრო და უფრო უც­ნა­უ­რია ეს საქ­მე" - წერს ვახო სა­ნა­ია.

წაკითხვა 970 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 09 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.