ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური - თქვენთვის და თქვენთან ერთად! ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა! -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს თქვენ არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“, ან რა დასავასებლები ხართ, რას გავხართ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ისეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. […] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა”, – ამის შესახებ სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.
დაე, შინდისის გმირების მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამაცხადა.
საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიგრაციის პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით აივ ინფექციის ეპიდსიტუაციასა და საქართველოში სერვისების მიწოდებაზე საუბრობს.
მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირალებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა , - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.