ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტი მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს უკრაინამ მიწის ნაწილი რუსეთს და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.
გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც აქ, საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.