"ეს დიდი მიღწევაა და ვამაყობ ჩვენი გუნდით" - ალექსანდრე კუნჭულია ახალგაზრდული ნაკრების წარმატებების შესახებ

"24 - 28 აპრილს ლას ვეგასში ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა (usa wrestling national championship), სადაც მონაწილეობა ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. South Point Arena-ზე (მისი არსებობის ისტორიაში), როგორც ამბობენ ეს ყველაზე კონკურენტუნარიანი შეჯიბრებები იყო. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენების დიდი რაოდენობა იყო," - ამის შესახებ Firstnews.ge- თან საუბარში სპორტსმენი ალექსანდრე კუნჭულია აცხადებს.

მისი თქმით, გუნდი საკმაოდ კარგად გამოვიდა ჩემპიონატზე.

 

"ჩემპიონატზე  ტარიელ შავაძემ, აკაკი ჩაჩუამ და ზურაბ შარიქაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მახო გოგოლაძე მეორე ადგილზე გავიდა, ის ფინალში მინიმალური ქულით დამარცხდა.

 

საერთაშორისო კონკურენტების ხარისხის მაგალითი იყო 78 კგ-ში, აკაკი ჩაჩუა, რომელიც ტურნირზე კოლორადოს წარმოადგენდა. ის იყო 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი საქართველოს სახელით, 63 კგ-ში ავსტრალიაში, სიდნეიში, ასევე იასპარეზა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.

 

სპორტსმენები მომავალი შეჯიბრებებისთვის აქტიურად ემზადებიან,"- განმარტავს ჩვენთან საუბარში ალექსანდრე კუნჭულია.

 

3a4834c1 112f 4e34 a1de 6360bc38dad9

 

82b69fff fc98 43e9 827e ba41e137e33a

 

დიახ, ეს ალექსანდრე კუნჭულიას გუნდის კიდევ ერთი გამარჯვებაა.  მის სპორტულ კარიერაში და შემდეგ უკვე მწვრთნელობის ამპლუაში უამრავი გამარჯვება ირიცხება. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის- (სპორტის ამ სახეობით) ბავშვობის გატაცება, მან ჯერ საყვარელ საქმიანობად აქცია და შემდეგ უკვე წარმატების მწვერვალები დაიპყრო. საკუთარი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მოღვაწეობა მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელა.

 

„მქონდა არაერთი გუნდურ გამარჯვება, მათ შორის იყო: 2014 წელს ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი ავიღეთ. 2015 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავედით. 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავეთ. 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედით და ა.შ.“ - აღნიშნა ალექსანდრე კუნჭულიამ.

 

როგორც ის აცხადებს, ყოველი გამარჯვება მისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება და უფრო მეტ მოტივაციას უჩენს, რომ სხვადასხვა გამარჯვებები მოიპოვოს.

 

a0fe4289 447e 4e6b 9c27 595474e30c27

 

fc5caa1d cdae 4ae7 970b a4b4c8068c3f

 

„როგორც სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, ეს საქმიანობა შრომატევადია და ძალიან ძნელია ამ სფეროში წამატების მიღწევაც. მაგრამ, თუ სპორტსმენი მონდომებულია და გარკვეული მწვერვალების დაპყრობა სურს, საკუთარი შრომის შედეგად აუცილებლად მიაღწევს მას.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მიუხედავად ამის ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. ეს კი ამ მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი წარმატებაა.

 

ჩვენც უამრავი წარმატება გვქონდა და სამომავლოდაც გვექნება.  ვამაყობ ჩვენი გუნდით. მე კი მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მათ გავუზიარო, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე კუნჭულიამ.

 

cd47d82d 2266 4fa8 9b97 e89dc880af45

f8757955 ccdf 41e3 92e4 7edfff5a137b

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 502 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.