23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასარგებლო იქნება, თუ მოახერხებთ სამსახურში პაუზის აღებას და პრობლემებისგან დასვენებას. თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, შეგიძლიათ დაასრულოთ, მაგრამ დრო დაუთმეთ დასვენებასაც. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, თუმცა ეს არ უნდა იქცეს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად.

 

კურო

დაგროვილი სტრესი მოხსნაში საღამოს ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა ან მეგობრებთან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა დაგეხმარებათ. მეგობრებთანაც კი მოერიდეთ ფინანსურ თემებზე საუბარს, ისაუბრეთ აბსტრაქტულ საკითხებზე.

 

ტყუპები

დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იქნება. სასიამოვნო სიურპრიზები და შეხვედრები გელით. ბოლო დროს შესაძლოა, ზოგიერთ კოლეგას თქვენი არ ესმოდა, განსაკუთრებით ახალი იდეების კუთხით, თუმცა დაელოდეთ, თქვენი ნიჭი მალე დაფასდება.

 

კირჩხიბი

დღეს პატარა პრობლემებთან მარტოს მოგიწევთ გამკლავება, რადგან ვისი დახმარების იმედიც გქონდათ, ყველა საკუთარი საქმით იქნება დაკავებული. არ ჩამოუშვათ ხელები - თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა და უნარები გაქვთ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ყველაფერს.

 

ლომი

ბოლო დროს ძალიან გადაიღალეთ. მეტი დრო დაუთმეთ დრო ძილს, რათა აღიდგინოთ ენერგია და ძალა. ხმაურიანი წვეულებები დღეს თქვენთვის შეუფერებელი იქნება. წინ ახალი, რთული სამუშაო გელით, ამიტომ სიმშვიდეში ყოფნას გირჩევთ. დღეს არ ასესხოთ და არ გასესხოთ ფული: ეს კონფლიქტს გამოიწვევს.

 

ქალწული

დღე დაძაბული და კონფლიქტური იქნება. მოერიდეთ ნეგატიური ადამიანების პროვოკაციებს და ნებისმიერი დავა მშვიდად მოაგვარეთ. ქალწულის ინტუიცია დღეს უმაღლეს დონეზე იქნება, ამიტომ ენდეთ მას. საღამო სახლში, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

 

სასწორი

იზრუნეთ საკუთარ თავზე. ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია სტრესის მოხსნა და ემოციური წონასწორობის აღდგენა. ახლო ადამიანებს სჭირდებათ თქვენი ზრუნვა და ყურადღება: უთხარით მათ კეთილი სიტყვები, გაუკეთეთ მცირე საჩუქარი და ეს ყველაფერი ერთიორად დაგიფასდებათ.

 

მორიელი

თუ საკუთარ შესაძლებლობებში არ ხართ დარწმუნებული, ნუ იმოქმედებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. დღეს ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებს. საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია კონფლიქტი მოგივიდეთ - შეეცადეთ, უფრო რბილად მოექცეთ და უფრო ხშირად დათმოთ.

 

მშვილდოსანი

კარგი დღეა ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. 23 თებერვალს მშვილდოსანს ყველაფერში გაუმართლებს. ოღონდ მთელი დღე არ გაატაროთ სამსახურში, დაიტოვეთ დრო დასვენებისა და სასიამოვნო აქტივობებისთვის. ახალი ბიზნესპროექტების წინ ძალების დაგროვება გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ საღამოს მეგობრების წრეში გაატარებთ.

 

თხის რქა

პრობლემების ან რთული საკითხების გადაჭრა დილის საათებში ჯობია, როცა თქვენი კომუნიკაბელურობა და პრობლემებისადმი კონსტრუქციული მიდგომა მაღალ დონეზე იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, დღის მეორე ნახევარი მშვიდად ატმოსფეროში გაატაროთ ან უბრალოდ დაისვენოთ.

 

მერწყული

ნებისმიერ რთულ ან საკამათო სიტუაციაში მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და თავად მიიღეთ გადაწყვეტილებები, სხვების რჩევების გარეშე. იაქტიურეთ, თავად ეძებეთ ახალი შესაძლებლობები, შედეგად თქვენს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები უფრო სწრაფად მოხდება. თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ.

 

თევზები

ამ დღეს თევზებს ნებისმიერის ადამიანის მოხიბვლა შეუძლიათ: თქვენი ქარიზმით და ოპტიმიზმით ბევრ ახალ ნაცნობს მიიზიდავთ. მათ შორის აუცილებლად იქნება ის, ვისთან ურთიერთობაც თქვენთვის საინტერესო იქნება. თამამად ისაუბრეთ საკუთარ საქმიან იდეებზე - შესაძლოა, გულუხვი სპონსორი ან სანდო ბიზნესპარტნიორი იპოვოთ.

 
წაკითხვა 378 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.