მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
მოემზადეთ ძლიერი გრძნობებისთვის, ძვირფასო ვერძებო, რადგან თევზების სეზონი, უჩვეულო სულიერ ტრანსფორმაციას გპირდებათ. ბოლო რამდენიმე თვეში თქვენ დიდი გზა გამოიარეთ, მაგრამ ახლა, გადამწყვეტი დრო დგება. 7 მარტის სავსე მთვარე მოგცემთ ძალას დაემშვიდობოთ პრობლემებთან გამკლავების არაჯანსაღ გზებს და ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ცხადია, ეს ცვლილება ერთ ღამეში ვერ მოხდება, თუმცა გზა სწორედ ამ თვეში იწყება.
20 მარტიდან ხომ თქვენი პირადი ახალი წელი დგება, ამიტომ, დიდი ტრანსფორმაციისთვის მზადება, ახლა უნდა დაიწყოთ. მოემზადეთ დიდი ხნის ნანატრი ცვლილებებისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, ახალი აზროვნებისა და ახალი კავშირებისთვის! მთელი ცხოვრების ერთ თვეში შეცვლა შეიძლება არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ვერძებო, ეს თქვენ ხართ!
კურო
ძვირფასო კუროებო, ამ თვეში, დრო იმ ადამიანებთან გაატარეთ, რომლებიც ცხოვრების ყველა პოტენციალს გაგრძნობინებენ - თევზების სეზონი ხომ თქვენს სოციალურ სახლზეა ფოკუსირებული. ბოლო თვეებში ცხოვრება განსაკუთრებით მძიმე იყო, მაგრამ კარგ ადამიანებთან კომუნიკაციით, ეს დრო წარსულს ჩაბარდება. 7 მარტის სავსე მთვარე დაგეხმარებათ გაუშვათ ძველი იდეები იმის შესახებ,თუ რას იმსახურებთ ცხოვრებაში. თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ, ძვირფასო კუროებო - ყოველთვის მეტს იმსახურებდით.
მზად იყავით დაემშვიდობოთ მოძველებულ აზრებს და მოლოდინებს, რადგან ვერძის სეზონი, სხვა არჩევანს არ მოგცემთ. 21 მარტის ახალმთვარეობას ჩაიფიქრეთ ოცნება, რომელიც ახლა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ოდესმე. ვერძის ენერგია კი მის ასრულებას გპირდებათ. მარტის ბოლოდან თქვენი კარიერული, ფინანსური და პირადი თემები, წარმოუდგენლად სწრაფად დაიწყებენ განახლებას.
ტყუპები
ძვირფასო ტყუპებო, ამ თვეში ოცნება, რომელიც უბრალოდ მიუწვდომელია, შეიძლება ძალიან რეალური გახდეს. თქვენი კარიერა აღმასვლას განაგრძობს, რადგან ახლა გაქვთ ყველაფერი, რაც მწვერვალზე მოსახვედრად გჭირდებათ, გარდა პრიორიტეტებისა. მაგრამ, ძალიან მალევე გაიგებთ, რა არის ის, რაც ნამდვილად გიზიდავთ - ეს პროცესი კი 7 მარტს დაიწყება. დაიმახსოვრეთ, არაფერი მოხდება ერთ ღამეში, მაგრამ ნელ-ნელა თქვენ იგრძნობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ.
შინაგანი ცვლილებები ხილული ვერძის სეზონიდან გახდება - ამ პერიოდში ჩამოგშორდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს პიროვნულ ზრდას უბრალოდ ვერ უძლებს. შესაძლოა, ეს სევდიანად ჟღერდეს, თუმცა, ყოველი დასასრული ხომ შენიღბული დასაწყისია. თვის ბოლოს კი, თქვენს წინ, საოცნებო შესაძლებლობა აღიმართება. ჩვენი რჩევაა, არ იფიქროთ, რომ ამას არ იმსახურებთ, უბრალოდ თქვით „დიახ“ და ახალ ცხოვრებაში გადაეშვით.
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, მართალია სახლი იქ არის, სადაც თქვენი გულია, მაგრამ ამ თვეში მოგიწოდებთ, რომ ეზოს მიღმა გაიხედოთ, რადგან იქ, ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი გელოდებათ. ვინ თქვა, რომ ცხოვრება მაშინ მთავრდება, როდესაც საყვარელი ადამიანი მიდის? არა და არა! მარტის დასაწყისშივე იგრძნობთ მოულოდნელ აღელვებასა და სიყვარულს, რომელიც ახალ ადამიანს, სამსახურს, ან თუნდაც საკუთარ თავს უკავშირდება. ეს ცხოვრების ახალი მოდელია - ახლა დროა დაიჯეროთ, რომ ცხოვრება მართლა გრძელდება.
ვერძის სეზონზე ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ეს უბრალოდ ვარსკვლავებზეა ამოტვიფრული, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა დროა გაზაფხულის სიმსუბუქით და მოულოდნელი, უჩვეულო ბედნიერებით დატკბეთ...
ლომი
ძვირფასო ლომებო, თქვენ ბევრი იმუშავეთ იმისთვის, რომ იქ ყოფილიყავით, სადაც ახლა ხართ. ეს არის თვე, როცა არ უნდა დანებდეთ და იბრძოლოთ. იქნება ეს ბრძოლა სიყვარულისთვის, სამსახურისთვის თუ სახლისთვის, ნუ შეგეშინდებათ აირჩიოთ ის გზა, რომლისაც გჯერათ.
ამ სეზონზე, თქვენ უფრო სწრაფად იცვლებით, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები და ქმნით მომავალს საოცნებო მომავალს. ვერძის სეზონზე შეიძლება იფიქროთ, რომ მიზანს ვერ უახლოვდებით, მაგრამ ეს ასე არ არის. თქვენ უბრალოდ დასვენება გჭირდებათ - 21 მარტის ახალმთვარეობაზე დაუთმეთ თავს ცოტა მეტი ყურადღება და შეისვენეთ. იქნება ეს სარელაქსაციო მასაჟი თუ ქალაქგარეთ პიკნიკი.
ქალწული
სიყვარული არის ყველაფერი, რაც ამ თვეში გჭირდებათ, ძვირფასო ქალწულებო. თევზების სეზონი გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ რომანტიკას. ნებისმიერმა პარტნიორობამ, შესაძლოა, თქვენი სამყარო ამოატრიალოს, იფიქრეთ ახალ მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე და ამაღელვებელ ბიზნეს გუნდებზე. 7 მარტის სავსე მთვარე შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ გაუშვათ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ.
ვერძის სეზონი, რომელიც 20 მარტს დაიწყება, მღელვარებასა და დიდ გრძნობებს გპირდებათ. აქვე, მოსალოდნელია ნანატრი ფინანსური ზრდა. ძვირფასო ქალწულებო, ახლა თქვენი დროა გამოაჩინოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ. ეს თვე ქალწულის სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისია.
სასწორი
ძვირფასო სასწორებო, ამ თვეში, მთავარი პრიორიტეტი თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის აღდგენაა - და ეს არ არის მხოლოდ მოკლევადიანი სტრატეგია. პარალელურად, ეს თვე საკმაოდ დატვირთული იქნება როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაში, მაგრამ შედეგები ხილული მხოლოდ ვერძის სეზონიდან გახდება.
თვის ბოლოსთვის თქვენი შრომისმოყვარეობა ნამდვილად დაფასდება და ის ძალისხმევა, რაც საკუთარ თავში ჩადეთ, ნამდვილად გამოიღებს შედეგს. თუმცა გული ნუ დაგწყდებათ, მიძინებული საკითხები - რომანტიკული ურთიერთობები თვის ბოლოს შემოვლენ ასპარეზზე, ამიტომაც, ჩვენი რეკომენდაციაა, 21 მარტის ახალმთვარეობა რომანტიკულ მანიფესტაციას დაუთმოთ. და ნუ დაივიწყებთ საკუთარი თავის სიყვარულსაც...
მორიელი
ძვირფასო მორიელებო, დადგა დრო, რომ ნელი და უიმედო წლის დასაწყისის შემდეგ, თქვენთან ნამდვილი ახალი წელი მოვიდეს. თევზების სეზონი მოგიტანთ გართობის, ფლირტისა და შესაძლებლობების ფართო სპექტრს. თქვენ მალევე დაინახავთ ამ თვის ჯადოსნურ ენერგიას, რადგან პირველ რიცხვებშივე იგრძნობთ უჩვეულო სიმსუბუქესა და სიხალისეს. თქვენი ვარსკვლავი, ტრადიციულად ნელა ამოდის, მაგრამ როდესაც ის ანათებს, უფრო კაშკაშაა, ვიდრე ოდესმე.
ვერძის სეზონიდან თქვენ მზად იქნებით სამყაროს აუჯანყდეთ და ისეთ საკითხებზე დაიწყოთ მუშაობა, რაზეც აქამდე არც კი გიფიქრიათ, მაგრამ ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ თავში. სინამდვილეში, სამყარო თქვენს გვერდითაა და განიშნებთ, რომ სიმორცხვისა და დამალობანას დრო დასრულდა. ახლა გასხივოსნებისა და აალების სეზონი დგება!
მშვილდოსანი
მზად ხართ ზამთრის სეზონიდან გამოსასვლელად? ჩვენ ვიცით, რომ არა, ძვირფასო მშვილდოსნებო, მაგრამ დადგა დრო, რომ ნაზად ჩამოიწიოთ დივანიდან და 2023 წლის მიზნების მიღწევა დაიწყოთ. ახლა თქვენი პრიორიტეტია ძლიერი ფუნდამენტის შექმნა, ამ საქმეში კი, კოსმოსი თქვენს მხარესაა. როდესაც სამომავლო გეგმებზე დაიწყებთ ფიქრს, დაიმახსოვრეთ, რომ მართალია წინა თვეები ერთფეროვანი იყო, მაგრამ სამუდამოდ ასე არ გაგრძელდება...
7 მარტის სავსე მთვარეზე გაანათებს თქვენი კარიერის ზონად და შესაძლოა, სწორედ ეს პერიოდი იყოს ის კატალიზატორი, რომელიც ახლა გჭირდებათ. დროა უკან ჩამოიტოვოთ წარსული და გარდამტეხი ნახტომი გააკეთოთ. ახლა, შეიძლება თქვენი ცხოვრება ჰაერში იყოს გამოკიდებული, მაგრამ ეს ყველაფერი ჯადოსნური პროცესის ნაწილია. თვის ბოლოსკენ გაიზრდება თქვენი ენერგია, ცხოვრების ხალისი და იღბალი - ახლა სამყარო მზად არის მიიღოს ის, რასაც თქვენ უნდა გაუზიარებთ. კარგად დაფიქრდით, რა არის თქვენი მთავარი სათხოვარი...
თხის რქა
ამ თვეში განსაკუთრებით წარმატებული იქნება ის პროექტები, რომლებიც წერას, ლაპარაკს და ისტორიების გაზიარებას უკავშირდება. როდესაც საქმე სამომავლო მიზნებს ეხება, ძვირფასო თხის რქებო, თქვენ არ გჭირდებათ შეხსენება, რომ განსხვავებულად იფიქროთ, მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ ნებისმიერი ჩარჩოს მიღმა გაიხედოთ. შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ სხვების წარმოდგენებს თუ როგორ უნდა იყოს თქვენი ცხოვრება. ამაზე პასუხი მხოლოდ თქვენ უნდა იპოვოთ.
ვერძის სეზონიდან თქვენ შეძლებთ საცხოვრებლის შეცვლას, ცხოვრებისეულ სიტუაციაში ცვლილებების შეტანას ან საინტერესო ოჯახური ამბების გაგებას. თქვენთვის ყველა ცვლილება ხომ სახლიდან, თქვენი ციხე-სიმაგრიდან იწყება! ეს მხოლოდ დასაწყისია, თხის რქებო. დროა თქვენი ჯიუტი ხასიათი ისეთი მომავლის შესაქმნელად გამოიყენოთ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით.
მერწყული
ძვირფასო მერწყულებო, ამ თვეში, თქვენი პრიორიტეტი ფინანსური თავისუფლების მოპოვებაა, თანაც, ნებისმიერ ფასად - იქნება ეს ზეგანაკვეთური მუშაობა, შემოქმედებითი აზროვნება თუ ტკბილი ლაპარაკი. ეს ტენდენცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პროცესში თქვენ კიდევ ერთხელ დაინახავთ თუ ვინ ხართ სინამდვილეში და რაზე ხართ წამსვლელი. როდესაც ძველი გზები არ ხსნის ახალ კარებს, თქვენ სრულიად ახალი გზის გაყვანას და სრულიად ახალი კარის გამოჭედვას დაიწყებთ.
ვერძის სეზონი მოგიტანთ ახალ ენერგიას და გაგრძნობინებთ, რომ არ გეშინიათ იყოთ გამორჩეული. თვის ბოლოს, თქვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ესაა იდეალური დრო, რომ დაიწყოთ რაიმე ახალი. თქვენ მართლა ჯადოსნური ადგილისკენ მიდიხარ, მერწყულებო, სადაც კაშკაში, თქვენი უპირველესი მოვალეობა იქნება!
თევზები
ზამთრის რეჟიმი ოფიციალურად დასრულებულია! ეს თქვენი სეზონია, თქვენი სამყაროა, სადაც სიტყვები, აზრები და ოცნებები, სრულიად სხვა მასშტაბის ძალას იძენენ. 7 მარტის სავსე მთვარეს მზად იყავით მოქმედებისთვის, რადგან ის თქვენს სასიყვარულო ზონას გაანათებს. ეს მოვლენა მოგიწოდებთ გადახედოთ და გაიგოთ, საით მიდიხართ. ჩვენ ჩუმად გაგიმხელთ, რომ სიყვარულში ერთადერთი სწორი გზა არსებობს და ეს გზა, თავად სიყვარულია!
როდესაც ვერძის სეზონი დაიწყება, გასული თვეების შემოქმედებითი ძალისხმევა მოგებას მოიტანს. და დიახ, ჩვენ ვგულისხმობთ რეალურ, ნამდვილ ფულს. ეს თვე მოგიწოდებთ დაისახოთ ახალი მიზნები და შეწყვიტოთ იმაზე ნაკლების მიღება, ვიდრე იმსახურებთ. 2023 წლის მარტი, ეს არის მიმართულების მასიური ცვლილების დასაწყისი...
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი