18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირება გიჭირთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. ამ გზით საბედისწერო შეცდომას თავიდან აიცილებთ. გირჩევთ ფინანსური საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტ ხარჯებს თავიდან ვერ აიცილებთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისთვის. გირჩევთ დრო დაზოგოთ, მკაფიო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განახორციელოთ. ასე ჩანაფიქრის მიღწევას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. დროა, პირობის შესრულებაზე და ძველი ვალების დაბრუნებაზე იფიქროთ.
ტყუპები
თუ ოპტიმიზმით შეხედავთ, რთული და უსიამოვნო საქმეების წარმატებით დასრულებაც შესაძლებელია. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სტრესისა და დაღლილობისგან გაგათავისუფლებთ. ყურადღებით მოუსმინეთ ახალ ინფორმაციებს და შეიძლება თქვენთვის მოგებიანი იდეა მოისმინოთ.
კირჩხიბი
რთული და დაძაბული დღეა. სასურველი შედეგის მისაღწევად ჩვეულზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება დღის მეორე ნახევრისთვის უნდა გადადოთ. შესაძლოა, ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ, ამიტომ გირჩევთ სახლში ნაკლები დრო გაატაროთ.
ლომი
ამ დღეს სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას და ექსპერიმენტების ჩატარებას უნდა მოერიდოთ. სასურველი შედეგის მიღებას მხოლოდ კარგად ნაცნობი, რუტინული სამუშაოს კეთებით მიიღებთ. გამორიცხული არ არის უსიამოვნო ამბავში გაეხვიოთ. დაუჯერეთ რჩევებს, რომლებსაც თქვენი შინაგანი ხმა გაძლევთ. ნუ დაივიწყებთ საკუთარ გამოცდილებას და წარსულის შეცდომებს. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.
ქალწული
დილით თავს დაძაბულად და გაღიზიანებულად იგრძნობთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობები გელით, მაგრამ ეცადეთ საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ.
სასწორი
რისკის სიყვარულის გამო შეიძლება ამ დღეს უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ტრადიციული მეთოდებით და ფრთხილად იმოქმედოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს - ხვალ შეიძლება აზრი შეიცვალოთ.
მორიელი
ეს დღე ადამიანების დახმარებისთვის არის ხელსაყრელი. გახსოვდეთ, რომ კეთილი საქმეები შეუმჩნეველი არ დარჩება და უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, დააკვირდით საკუთარ სიტყვებს და ემოციებს, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ახალი ადამიანების გაცნობას და გულწრფელობას უნდა მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დროა საქმისთვის, რომელიც შთაგონებას და მდიდარი წარმოსახვის უნარს მოითხოვს. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისა და ფილოსოფიისთვის. კარგი იქნება, თუ თანამოაზრეთა გუნდს შეკრებთ და ერთმანეთს იდეებს გაუზიარებთ.
თხის რქა
ამ დღეს ინდივიდუალურ საქმიანობაზე წარმატებული გუნდური მუშაობა იქნება. ეცადეთ თანამოაზრე ან დამხმარე იპოვოთ, რომელსაც რთულ დროს დაეყრდნობით. დროა წარსული შეცდომები გააანალიზოთ და დასკვნები გამოიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ დიდი ხნის წინ დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობა აღადგინოთ.
მერწყული
ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს პრაგმატული თვალით შეხედოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ და საქმიანი კავშირები გააძლიეროთ. მიზანსწრაფულობის და მონდომების წყალობით, რთულ პროექტებში წინსვლას შეძლებთ.
თევზები
მოემზადეთ ემოციურად რთული დღისთვის. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები მხოლოდ თქვენს შეცდომებს ამჩნევენ, ხოლო თქვენს მიღწევებს ვერავინ ხედავს. გამორიცხული არ არის, რომ ბიზნესპარტნიორისგან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი