22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ დაავადების პირველივე სიმპტომის გამოვლენისას ექიმს მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ უმნიშვნელო დისკომფორტიც კი შეიძლება მნიშვნელოვან დაავადებაზე მეტყველებდეს. უსარგებლო საუბრებში დრო რომ არ დაკარგოთ, განმარტოებით უნდა იმუშაოთ.
კურო
ახალი დღე მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება რთული საქმე დაასრულოთ რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ. სიახლეებში ყურადღება მხოლოდ იმას მიაქციეთ, რაც მუშაობისთვის გჭირდებათ. იზრუნეთ პროფესიულ ზრდაზე და კარიერულ წინსვლაზე - ამას დიდი ხანია იმსახურებთ.
ტყუპები
ახალი გარემოებების გამო ნერვიულობა მოგიწევთ. მოვლენებს ნუ აჩქარებთ, მიეცით საშუალება თქვენი ჩარევის გარეშე განვითარდეს და ახალი შესაძლებლობები შემოგთავაზოთ. სასურველი შედეგის მისაღებად საკმარისია ემოციები აკონტროლოთ და თქვენთვის მოსახერხებელ რეჟიმში იმუშაოთ.
კირჩხიბები
წინ რთული, ემოციურად მრავალფეროვანი დღე გელით. ყველა საქმის ერთდროულად კეთება მძიმე შეცდომებს გამოიწვევს. გრძნობებთან გამკლავება და მოვლენების ობიექტურად შეფასება გიჭირთ. სამომავლო გეგმების შედგენისთვის არახელსაყრელი დღეა - სავარაუდოდ, მათი შეცვლა მოგიწევთ.
ლომი
დაძაბული მუშაობისა და აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ უბრალოდ მოდუნდეთ და ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ზედმეტი ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა, შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ ეჩხუბოთ და შეურაცხყოთ, ამიტომ ეცადეთ განმარტოვდეთ და ემოციები აკონტროლოთ.
ქალწული
შეცდომებისა და იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ ამ დღეს რისკზე უარი თქვათ, მხოლოდ კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ და სამსახურში ყოველგვარ რისკს მოერიდოთ. მნიშვნელოვანი საქმეების კეთება უმჯობესია სხვა დღეს გადაიტანოთ. ეს რჩევა როგორც პროფესიულ საქმიანობას, ისე პირად ურთიერთობებს ეხება.
სასწორი
ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ, მთავარია, მისთვის სწორი მიმართულების მიცემა შეძლოთ. გირჩევთ პირად ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მათში ჰარმონია და ურთიერთპატივისცემა შეინარჩუნოთ. სამსახურში ყველაზე მეტად კონფლიქტებს უნდა მოერიდოთ და კოლეგების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ.
მორიელი
ეცადეთ დილიდან პოზიტიურად განეწყოთ. ინტუიცია რთული ვითარებიდან გამოსავალს გიკარნახებთ და უნდა დაუჯეროთ. თქვენს ცხოვრებაში ბევრი ძველი და უსარგებლო რამ დაგროვდა, დროა მათგან გათავისუფლდეთ. პირადი სივრცის გასუფთავება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ ამ დღეს უფრო შემართული და პრინციპული იყოთ. ნუ დათანხმდებით იმას, რაც არ მოგწონთ. გამორიცხული არ არის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ ეცადეთ ხშირად დაისვენოთ და საჭირო მედიკამენტები მიიღოთ.
თხის რქა
თავს დილიდან გაღიზიანებულად გრძნობთ და ნებისმიერ წვრილმანს წყობიდან გამოჰყავხართ. გირჩევთ მომხდარი გულთან ახლოს არ მიიტანოთ და უსიამოვნო ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საყვარელი ადამიანი ძალიან გაანაწყენოთ.
მერწყული
მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას მოერიდოთ და ძველი საქმეების დროულად დასრულებაზე იზრუნოთ. რაც შეეხება ახალ პროექტებს, მათი განხორციელების დრო მალე მოვა. მანამდე რამდენიმე დღე გაქვთ, რომელიც გამოჯანმრთელებისა და ძალების აღდგენისთვის უნდა გამოიყენოთ.
თევზები
სიახლეებმა, რომლებსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ, თუმცა ისინი შეიძლება მოტივაციად იქცნენ და ახალი მიზნები დაგისახოთ. გახსოვდეთ, რომ გამოუვალი ვითარება არ არსებობს, ხოლო სირთულეები ხშირად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი