3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძებო, შესაფერისი დროა პირადი ცხოვრებისა და სამუშაო განრიგის მოწესრიგებისთვის, ასევე პრიორიტეტების დადგენისთვის. შეიძლება გარშემომყოფებმა კარგი იდეა მოგაწოდონ, ამიტომ გირჩევთ, დისკუსიებში ჩაერთოთ და საინტერესო იდეები უბის წიგნაკში ჩაიწეროთ. ხშირად დაისვენეთ და ბევრი წყალი სვით, რომ ფორმა შეინარჩუნოთ.

კურო

ამ დღეს სიზარმაცე უნდა დაივიწყოთ - ბევრი გადაუდებელი საქმე, შეხვედრა და საუბარი გელით. ძალა მოიკრიბეთ, რათა ყველა დავალება წარმატებით შეასრულოთ. თუ ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდებათ, უარს ნუ ეტყვით - ამ ადამიანებისთვის თქვენი ზრუნვა და ყურადღება მნიშვნელოვანია.

ტყუპები

სიახლე, რომელსაც ამ დღეს შეიტყობთ, თქვენს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებს. ეცადეთ, მეტი ახალი ადამიანი გაიცნოთ და მეტი ინფორმაცია მიიღოთ, თუმცა, პირად ცხოვრებაში ნაკლები უნდა იაქტიუროთ. დროა, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ, რომელსაც თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდება.

კირჩხიბი

ყველაფერს ნუ დაუჯერებთ, რასაც გთავაზობენ ან გპირდებიან - შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. ხელსაყრელი დროა იმ საქმის დასრულებისთვის, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. თუ მოინდომებთ, ყველაზე რთული და მოსაწყენი საქმეების მოგვარებასაც შეძლებთ.

ლომი

ამ დღეს თქვენმა მეტისმეტმა გულწრფელობამ შეიძლება საყვარელი ადამიანი უნებურად შეურაცხყოს ან გაანაწყენოს. იგივე ეხება კოლეგებს ან ბიზნესპარტნიორებს. ხელსაყრელი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მეტი ახალი ხილი და წყალი მიირთვით და ფეხით იარეთ.

ქალწული

პრობლემების და უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გარშემო მყოფებთან მეტი გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ. ნუ ეცდებით მათ მოტყუებას და სიმართლის დამალვას. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ რთული საქმე დაგეგმოთ. მუშაობისას მხოლოდ კარგად გამოცდილი და საიმედო საშუალებები უნდა გამოიყენოთ.

სასწორი

უახლოეს დღეებში ყველაზე წარმატებული ის გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც ინტუიცია გიკარნახებთ. ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან. ვიღაც ცდილობს თქვენი კეთილგანწყობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს დღე ექსპერიმენტების და ცვლილებებისთვის არახელსაყრელია. უმჯობესია, არ გარისკოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იხელმძღვანელოთ. გირჩევთ, ოჯახთან და მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ.

მორიელი

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ, რადგან გარშემომყოფები იმედს გაგიცრუებენ. გირჩევთ, რთული საქმეების დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან შეიძლება ახლა რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვოთ და შეცდომა დაუშვათ. სასურველია, რომ საკუთარი გეგმების შესახებ არავის ესაუბროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სხვადასხვა წყაროდან უამრავ განსხვავებულ ინფორმაციას მიიღებთ. ნუ ენდობით ყველაფერს, რაც გესმით და ეცადეთ, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია აირჩიოთ. უფრთხილდით ადამიანს, რომელიც პროვოკაციას გიწყობთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე სწორ რჩევას საკუთარი ინტუიცია მოგცემთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაუჯეროთ. ეცადეთ, ახალ ინფორმაციებს ყურადღებით უსმინოთ - მათ შორის შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეც იყოს. უმჯობესია ახალი საქმის დაწყება სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

ენერგიით სავსე ხართ და ურთულეს დავალებებსაც ადვილად უმკლავდებით. ნუ აჩქარდებით - უმჯობესია ნელა იმუშაოთ და ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე და წარმატებებზე საუბარს - ამ ინფორმაციით შეიძლება არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა ისარგებლონ.

თევზები

ამ დღეს ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ამიტომ ყველაზე ადვილი და კარგად ნაცნობი საქმეები უნდა აკეთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი შესყიდვებისთვის ფული დააგროვოთ. ეცადეთ, საღამოს ადრე დაიძინოთ და ძალები აღიდგინოთ.

წაკითხვა 343 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.