5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხელსაყრელი დროა თქვენ გარშემო სივრცის გასუფთავებისთვის. ეცადეთ უსარგებლო ნივთებისა და აზრებისგან გათავისუფლდეთ. ამით საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებებს მიიზიდავთ. შესაძლოა, მცირე უსიამოვნებამ ხასიათი გაგიფუჭოთ, მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვლება. პირად ურთიერთობებში მეტი მოქნილობა და დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ.
კურო
თუ საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ, მისი განხორციელება სამომავლოდ უნდა გადადოთ. შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და დამარცხდეთ. გირჩევთ, გარშემო მყოფთა მოსაზრებები გაითვალისწინოთ და საჭირო დროს რჩევა პროფესიონალ ადამიანებს სთხოვოთ. დროა, ბიზნესპარტნიორებთან მოვალეობები და პასუხისმგებლობები თანაბრად გაინაწილოთ.
ტყუპები
ტყუპებისთვის იღბლიანი დღეა. პლანეტების კეთილგანწყობა რთული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, ახალი შეხვედრები კი საინტერესო შესაძლებლობებს მოგიტანთ. მიწვევაზე უარს ნუ იტყვით - შეხვედრაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. თქვენი ინოვაციური იდეები და უჩვეულო პროექტები გავლენიან ადამიანებს დააინტერესებთ.
კირჩხიბი
დილიდან უცნაური აპათია და სიზარმაცე დაგეუფლებათ, თუმცა თავს ასეთ მდგომარეობაშიც კომფორტულად გრძნობთ. პოზიტიური ადამიანები, ახალი მიზნები ან ფინანსურად მოგებიანი იდეები ენერგიით და შთაგონებით აგავსებთ. უფროსი ნათესავები თქვენს ყურადღებას და მზრუნველობას საჭიროებენ.
ლომი
რთული და დაძაბული დღეა მოსალოდნელი. უამრავი სირთულის გადალახვა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოგიწევთ. როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებში სირთულეები გელით. ძვირფასი დრო რომ საუბარში ან ჭორაობაში არ გაფლანგოთ, ურთიერთობები უნდა შეზღუდოთ.
ქალწული
წარმატების მისაღწევად მეტი თავდაჯერება გჭირდებათ. ეცადეთ, ბოლო დროს მიღწეული წარმატებები და ცხოვრების სასიამოვნო მომენტები გაიხსენოთ. პირად ურთიერთობებში ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მალე ინანებთ. ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება.
სასწორი
ეცადეთ ამ დღისთვის ოპტიმისტურად განეწყოთ. პირადი ცხოვრების ან ურთიერთობების პრობლემები შეიძლება გულწრფელი საუბრისა და კომპრომისის დახმარებით მოაგვაროთ. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა თუ საქმიანი შეხვედრებისთვის ხელსაყრელი დღეა.
მორიელი
მზად იყავით იმისთვის, რომ კონკურენტებს ან არაკეთილსინდისიერ ადამიანებს შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ მათი ჩანაფიქრი ამოიცნოთ და დაბრკოლებები დაახვედროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხანმოკლე გამარჯვებისთვის საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ.
მშვილდოსანი
მიზნის მიღწევა დელიკატურად, მოწინააღმდეგეზე ზეწოლის გარეშე უნდა შეძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო შედეგს მიიღებთ. თქვენი საქმიანობა რომ უფრო ნაყოფიერი გახდეს, რაღაც უნდა შეცვალოთ. მარტოხელა მშვილდოსნებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებისთვის. თხის რქები რთული საკითხების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებას შეძლებენ, რაც მათ თავდაჯერებულობას და თვითშეფასებას გაზრდის. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას - უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით.
მერწყული
ნეგატიური განწყობა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გიშლით. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, რათა ისინი საქმიან ურთიერთობაზე არ აისახოს. ნუ დატოვებთ დახმარების თხოვნას უპასუხოდ.
თევზები
დილით ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ გირჩევთ, დღის ეს მონაკვეთი ყველაზე რთული და უსიამოვნო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების გასარკვევად. დროა დიდი ხნის წინ გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდ უნდა გადადოთ
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი