17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს საუბრები ძალიან მოგიხდებათ, მითუმეტეს, რომ ამ საუბრებით თქვენ საჭირო ინფორმაციას გაიგებთ. შეიძლება გადადებული საქმეების თავიდან დაწყებაც, მაგრამ არ დაიტვირთოთ, რადგან ეს ჯანმრთელობაზე აისახება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ დაგეგმოთ უახლოესი მომავალი, რათა ეს ყველაფერი შესისხლხორცდეს.
კურო
დღეს დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ გსურთ, რომ რაიმე გამოგივიდეთ. ყველაფერი კარგად გამოგივათ, თუ ვარსკლავების რჩევებს გაითვალისწინებთ. ურთიერთობებში იყავით ფრთხილად - დიდია თანამოსაუბრის წყენინების შანსი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საჩუქრების ყიდვა მომდევნო დღისთვის გადადოთ - შეიძლება დღეს მეტი დაგიჯდეთ.
ტყუპები
დღეს კარგ ამბებს შეგატყობინებენ. ზუსტად ეს იქნება კარგი დღის საწინდარი. ბევრი ურთიერთობები - ახალი ინფორმაციების ბუმი გექნებათ, მითუმეტეს, რომ საუბრები ყველასთან გამოგივათ. ზოგიერთი უცნობი შეიძლება გახდეს თქვენი ახლო მეგობარი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საშინაო საქმეებს დაუთმოთ მეტი დრო - მნიშვნელოვანია ოჯახური იდილია.
კირჩხიბი
დღეს მნიშვნელოვანია დეტალები - წარმატების სიმბოლო სწორედ დეტალებშია. დაუკვირდით სამუშაოს, არ გაგეპაროთ შეცდომა. ემოციების ბუმი გექნებათ, ამიტომაც ურთიერთობებში ფრთხილად იყავით - დიდია ურთიერთობების გაფუჭების რისკი. ჰოროსკოპი დღეს გპირდებათ ბევრ სიურპრიზს, რომელიც თქვენ ძალიან მოგეწონებათ.
ლომი
დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თანამოსაუბრესთან, რადგან ზედმეტი ემოციით საქმე არ გააფუჭოთ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ შეცდომებს, რომლებიც იმწუთასვე უნდა გამოასწოროთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ საღამო აქტიურად გაატაროთ, მნიშვნელოვანია რომ იყოს მხიარულება ახლობელ ადამიანებთან ერთად. ეს დაგეხმარებათ ენერგიის მოზიდვაში და მთელი კვირა თან გაგყვებათ.
ქალწული
დღეს კარგი დღეა - თქვენ ბევრს ისაუბრებთ ახლობლებთან და ამით ბევრს მოიგებთ. კარიერული წინსვლის საშუალებაც მიგეცემათ. დღის მინუსი - ნეგატიურმა სიტუაციებმა არ უნდა გძლიოთ და არ ჩაგითრიოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ კონცენტრაცია მოახდინონ დეტალებზე - ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ყველაფერზე.
სასწორი
დღეს ბევრი უნდა იურთიერთოთ - მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ასევე გაიუმჯობესებთ ხასიათს. მითუმეტეს, როცა დღეს თავბრუდამხვევი ხართ და ყველა თქვენ გისმენთ. გამოიყენეთ ეს ყოველივე სათქვენოდ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ მოწყდნეთ მნიშვნელოვან საქმეებს და შეინარჩუნოთ შრომისუნარიანობა.
მორიელი
დღეს ურთიერთობების დღეა - ესაუბრეთ ახლობლებს და გადაწყვიტეთ რთული საკითხები, დაგეგმეთ სამომავლო საკითხები. პატარ-პატარა პრობლემები შეგიშლით ხელს, ამიტომ სახლის საქმეებს შეუდექით და შემდგომ სამსახურისაზე გადაერთეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ გაიხსენოთ გადადებული საქმეები - მათ თავს მარტივად გაართმევთ.
მშვილდოსანი
დღეს კარგია ურთიერთობა. საქმიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოთ თქვენთვის კომფორტულ ადგილას - ამაზე იქნება დამოკიდებული დიალოგის წარმართვა. დაუგეგმავი შეხვედრა შეიძლება უსიამოვნებად იქცეს. დათანხმდით შემოთავაზებაზე, ეს მომგებიანი შეიძლება იყოს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ შეეჭიდოთ ბევრ საქმეს, სჯობს დაისვენოთ.
თხის რქა
დღეს უნდა იფიქროთ ფულზე - შეიძლება ვალი დაგიბრუნდეთ ან რაიმე გამოიმუშაოთ, ყოველ შემთხვევაში, ფინანსური მატება იქნება. მაღაზიებში სიარული კარგი იდეაა. შეიძლება წააწყდეთ ფასდაკლებებს ან იყიდოთ შესაბამისი საჩუქრები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მოდუნდეთ - ბოლო დროს ბევრს მუშაობდით და აუცილებელია დასვენება.
მერწყული
დღეს ვარსკლავებმა ურთიერთობები გირჩიეს - დიდი დიალოგები მოგიტანთ კარგ სიახლეებს და ასევე კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ისაუბრეთ ბევრი. სამყარომ შეიძლება სიურპრიზი გაგიკეთოთ, რომელიც აღგაფრთოვანებთ. ჰოროსკოპი გირჩევთ დაგეგმოთ დღეს ყველაფერი - იდეები აუცილებლად შესრულდება.
თევზები
დღეს უნდა ჩაეფლოთ საკუთარ აზრებში - გონებაში მოსული იდეები ბევრ კარგს მოგიტანთ. შეიძლებაც, სულ მალე მოიტანოს ამ ყველაფერმა კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავით, არ აჩქარდეთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს დაფიქრდეთ, რათა გამოუსწორებელი შეცდომები თავიდან აირიდოთ.
სიახლეები
- “გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” - კახა კალაძე
- რა უნდა ვიცოდეთ მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები
- გამომცხვარი სპაგეტი
- ღამით რუსეთმა დნეპრი დაბომბა – არის მსხვერპლი
- მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დაკავდა