18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს გაგიხარდებათ - ურთიერთობები ელვის სისწრაფით ვითარდება უკეთესობისაკენ, თანაც არამხოლოდ რომანტიკული, არამედ საქმიანიც. ეცადეთ ამ ყველაფერში სარგებელი იპოვოთ, არ გაუშვათ შანსი. სერიოზული იდეების დროა და მოეჭიდეთ ყველა შესაძლებლობას, რომ გამოიყენოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ თქვენი შესაძლებლობები გაარეკლამოთ - ვიღაცები დაგინახავენ, გაგიგონებენ და შეგაფასებენ.
კურო
დღეს არცთუ ისე სახარბიელო დღეა. თუკი გინდათ, რომ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, არ დაგეგმოთ არაფერი. არ იჩქაროთ, სიჩქარე პრობლემებს შეგიქმნით, ამიტომაც ნელი ნაბიჯებით იარეთ მიზნისკენ. ჰოროსკოპი დღეს გეუბნებათ, რომ ურთიერთობები გამოვა მარტივად - ამით ძალიან ისიამოვნებთ და ირგვლივ მყოფ საზოგადოებასაც მოხიბლავთ.
ტყუპები
დღეს ირგვლივ მყოფი ადამიანები გაგაღიზიანებენ. ურთიერთობების გაფუჭება ძალზედ ადვილია, ხოლო შენარჩუნებისთვის კი ბევრი უნდა იშრომოთ. კარგი იქნება, თუ მარტოობაში გაატარებთ ამ დღეს, არ გარისკოთ არც ნერვების ხარჯზე და არც ურთიერთობების. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არავის ჩააყოფინოთ ცხვირი თქვენს საქმეებში, ასევე შეინარჩუნოთ მხნეობა და იაროთ წინ, მიზნისკენ.
კირჩხიბი
დღეს არ უნდა დაუჯეროთ ყველა მეორეს - ზოგიერთმა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს სიკეთე, ეს კი ძალიან დაგიგდებთ თვითშეფასებას და ხასიათს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ მაშინაც კი, თუ ეს სიჩქარე საჭიროა, რადგან უარესს მოიმკით.
ლომი
დღეს უნდა დაგეგმოთ პატარა მოგზაურობა - იქნება ძალიან კარგი შთაბეჭდილებები. იყავით ფრთხილად ყველაფერთან, ბევრი რამ შეიძლება არ გამოგივიდეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გაარჩიოთ სინამდვილე და ტყუილი ერთმანეთისგან - ვიღაცამ შეიძლება სპეციალურად მოიტყუოს, ვიღაც უბრალოდ შეცდეს. კარგი იქნება თუ დილიდანვე დაგეგმავთ დღის რეჟიმს, ყველაფერი უკეთ და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
ქალწული
დღეს დიპლომატიის პრობლემები გექნებათ, სიფრთხილის შემთხვევაშიც კი შეიძლება კრახით დასრულდეს მოლაპარაკება. ამიტომაც უკეთესია, თუ დღეს მარტო გაატარებთ და ნერვებსაც შეინარჩუნებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ პატარა მოგზაურობა დაგეგმოთ. ასევე გაემზადეთ პატარა პრობლემებთან გასამკლავებლად - ისინი ყველგან იქნება. მართალია ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ ამაში დროსა და ენერგიას დახარჯავთ.
სასწორი
დღეს წაგადგებათ ახლობლებისა და ნათესავების მიერ მოცემული რჩევები. შეიძლება შეხვდეთ უცხო თანამოაზრეებსაც, რომლებიც იზიარებენ თქვენს ხედვებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იმუშაოთ პერსპექტივაზე, უბრალოდ გათვალეთ ყველა ნაბიჯი, რომ არ შეცდეთ. ფრთხილად ემოციებთან - შეიძლება ბევრი ემოციის დახარჯვა მოგიწიოთ.
მორიელი
დღეს მნიშვნელოვანია მიხედოთ იმ დავალებებს, რასაც თავს არიდებდით. ყველაფერი მარტივად გამოვა. ურთულესი საქმეებიც კი კარგად გამოვა. ჰოროსკოპი დღეს გაუწყებთ, რომ ძველი ურთიერთობები აღადგინეთ და ახალიც დაიწყეთ, ეს კი ბევრ სარგებელს მოგიტანთ. ასევე, ბევრი დაისვენეთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ.
მშვილდოსანი
დღეს ბევრ სამუშაოს შეასრულებთ და საკუთარ თავს მადლობა უნდა გადაუხადოთ. საქმეც იმაშია, რომ დასვენების დრო არ არის - კიდევ უნდა მოიკრიბოთ ძალა და უფრო წინ იაროთ - მალე თქვენი იდეები და გეგმები განხორციელდება. ჰოროსკოპი დღეს გაუწყებთ, რომ თქვენ მოგივათ რაღაცის შექმნის დიდი სურვილი და ეს აუცილებლად გამოგივათ.
თხის რქა
დღეს მოგიწევთ თავშეკავება, თორემ ბევრი ურთიერთობა გაგიჭირდებათ. რაღაცამ შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ და მნიშვნელოვანია, რომ ეს გაღიზიანება ახლობლებზე არ გადაიტანოთ. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ხართ თქვენს ემოციაზე პასუხისმგებელი. ჰოროსკოპი დღეს გეუბნებათ, რომ რთული იქნება ურთიერთობები, ამიტომაც მეტი დრო გაატარეთ მარტო, დაგეგმეთ მომავალი.
მერწყული
დღეს უნდა განიტვირთოთ და დაასრულოთ ძველი საქმეები, ასევე აიღოთ ახალი. თუ იქნებით მონდომებული, კარგ სიახლეებს მიიღებთ ამ დღეს. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ დღევანდელი დღე ნიუანსებს დაუთმოთ - ამ დეტალებზე იქნება დამოკიდებული თქვენი პროექტი. სამუშაოში ასევე ჩართეთ თქვენი ფანტაზია - ეს დაგეხმარებათ კოლეგებისა და უფროსების გულის მოგებაში.
სიახლეები
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას
- “აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “გახარიას თავისი ინტერესები აქვს, რომ უსამშობლოებთან ერთად ქვეყანა არიოს” - ირაკლი ზარქუა
- კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების მიზანი "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილია
- “უკრაინას აქვს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ ჰყავს მილიონობით ახალგაზრდა და არ აქვს ტერიტორიები, დედა ეტირა, ეს გინდათ საქართველოსთვის? “ - ირაკლი ზარქუა