22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს კარგი დღეა, რადგან არის შანსი ახალი და საინტერესო ავანტიურის, რომელზეც მერე თავად გაგეცინებათ. დილიდან არ დაგეგმოთ არაფერი - რადგან ვერ შეასრულებთ. კარგი დრღეა შოპინგისთვის - წააწყდებით ფასდაკლებებს. ჰოროსკოპი დღეს გაუწებთ, რომ საღამოს ურთიერთობები არ გამოგივათ, ამიტომ დღის პირველ ნახევარში შეეცადეთ ბევრი ესაუბროთ ადამიანებს.
კურო
დღეს გიმართლებთ, რადგან რთულ კითხვებზე პასუხი შეიძლება მოულოდნელად მოგივიდეთ, ამიტომაც ეცადეთ, რომ მოუსმინოთ ახალ ინფორმაციას. შეიძლება რთული ურთიერთობების დალაგებაც. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სიახლეები ხვალისთვის გადადოთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. მიეცით თავს უფლება დაისვენოთ ამ საღამოს - დაასაჩუქრეთ თქვენი თავი შესრულებული სამუშაოსთვის.
ტყუპები
დღეს ცოტათი გაგიჭირდებათ: აზრები გეფანტებათ და ნიჭის გამოვლენას ვერ შეძლებთ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება ეს სიტუაცია რომ გამოასწოროთ. არის ვარიანტები, მაგრამ მათ დანახვა უნდათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ახლობლებთან და მეგობრებთან იყოთ ფრთხილად - ვიღაც ინტრიგებს ხლართავს თქვენს ზურგსუკან.
კირჩხიბი
დღეს ერთ-ერთი რთული დღე იქნება ამ თვეში. დილით ადრე ადექით და დაიწყეთ მუშაობა - სამუშაო ბევრი იქნება. კარგი ის არის, რომ საინტერესო იქნება თქვენი სამუშაო. ჰოროსკოპი დღეს გეუბნებათ, რომ თქვენი აზრი შეიძლება ახლობლებისას არ დაემთხვეს - ამიტომაც იკამათეთ ფრთხილად, რათა სერიოზული კონფლიქტი არ გამოიწვიოთ. იქნება საინტერესო სიურპრიზებიც.
ლომი
დღეს ძალიან გიმართლებთ. ჩაიფიქრეთ სურვილი და არაერთი - ყველაფერი აგისრულდებათ. სიჩქარე არ არის რეკომენდირებული, ასევე არ აიღოთ საკუთარ თავზე ახალი პასუხისმგებლობები, რადგან გადაიღლებით. შემოთავაზებაზე ეგრევე არ გასცეთ პასუხი - დაელოდეთ რამდენიმე დღე. ჰოროსკოპი დღეს არ გირჩევთ გარისკოთ ზედმეტად - შეიძლება არასასიამოვნო ისტორიაში გაეხვეთ.
ქალწული
დღეს ხშირად გააკრიტიკებთ სხვებს, რაც მათ განწყობას ძალიან დაუგდებს. ზოგიერთი შენიშვნა შეიძლება იყოს საქმიანი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველა დეტალზე არ გაამახვილოთ ყურადღება. უკეთესი იქნება თუ საჭირო საქმეებზე გადაერთვებით, ეს უფრო სარგებლიანი იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ საღამოს სადმე წახვიდეთ - რთული დღის კარგი დასასრული იქნება.
სასწორი
დღეს მოიცილებთ დიდ პასუხისმგებლობას და გადააბარებთ სხვას. მთავარია შეამოწმეთ ეს ადამიანი სიმყარეზე, შეუძლია თუ არა მას ამ ტვირთის ტარება. ამავდროს მნიშვნელოვანია დეტალები - რომელზეც დგას თქვენი გეგმა. ჰოროსკოპი დღეს გეუბნებათ, რომ მოლაპარაკებებში ბრწყინვალე იქნებით, ამიტომაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მოგისმენენ და დაგეთანხმებიან. იყავით ფრთხილად - კონკურენტებიც შეიძლება გამოგიჩნდეთ.
მორიელი
დღეს გაიგებთ, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო. ინტუიცია ამ დღეს არ გიღალატებთ, ამიტომაც დაუჯერეთ შინაგან იმპულსებს და სურვილებს - ისინი სწორ გზას გიჩვენებენ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იმიჯის შეცვლას - დაიარეთ მაღაზიები, წადით სალონში - ეს დაგეხმარებათ განტვირთვასა და თავდაჯერებულობაში.
მშვილდოსანი
დღეს აქტიური უნდა იყოთ, რადგან ბევრი უსიამოვნება აიცილოთ თავიდან და შეასწოროთ ძველი შეცდომები. ამასთანავე, იყავით ფრთხილად, რათა უარესი არ გააკეთოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა პრობლემა დროებითია. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ შეგეშინდეთ რუტინის - ზუსტად ეს დაგეხმარებათ გენიალურ იდეებსა და პროექტებში.
თხის რქა
დღეს უნდა დაიცვათ დისტანცია - შეეცადეთ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ ისე, რომ სხვები არ აწყენინოთ, ამასთანავე, არ ჩაერიოთ სხვის საქმეშიც, ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი ურთიერთობების ბედი. საერთოდ ამ დღეს ურთიერთობების თემა რთულად იქნება - ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ განამტკიცოთ ისინი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სიჩქარით ბევრ შეცდომას დაუშვებთ, ამიტომაც იარეთ აუჩქარებლად.
მერწყული
დღეს არ უნდა დაუჯეროთ შინაგან ხმებს - ისინი არასწორ რჩევებს მოგცემენ. უკეთესია ცივი გონებით მსჯელობა და გამოცდილებაზე დაყრდნობა. ყველა კითხვას სჭირდება პასუხი, სხვაგვარად პრობლემებს ვერ გადაჭრით. ჰოროსკოპი დღეს გეუბნებათ, რომ თქვენ შეიძლება მანიპულირების მსხვერპლი იყოთ - მთავარია იქამდე გაშიფროთ ეს ადამიანები, სანამ საქმე აქამდე მივა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს თავს.
თევზები
დღეს სიახლის დღეა - მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება გაგახაროთ და სიახლე შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება ხასიათს, პირიქით, შეიძლება გაგიფუჭდეთ. გააკონტროლეთ ეგო - ესაუბრეთ ახლობლებს და მიეცით თავს მეტის უფლება, ჭამეთ ტორტი ან შოკოლადი, დალიეთ ღვინო. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ხვალისთვის არ გადადოთ საქმე და ყველაფერი დღეს მოაგვაროთ.
სიახლეები
- “„ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ, ფულით უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან” - ნინო წილოსანი
- “გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები” - ნინო წილოსანი
- „ნაცმოძრაობა“ ყველას და ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე აპოლიტიკურია; ამ დროს, ლობისტურ კომპანიას თანხას ურიცხავს” – მაჭარაშვილი
- “ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ” - კახა კალაძე
- ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი და პარტიის ანგარიშები დააყადაღეს