29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, პასუხისმგებლობის აღებისა და მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. უკეთესი იქნება, თუ ყურადღებას თქვენთვის კარგად ნაცნობ საქმეებსა და პრობლემებზე გადაიტანთ. ამ დღეს ჩვეულებრივზე სწრაფად აზროვნებთ და საქმეც უკეთ გამოგდით, თუმცა ეცადეთ, ირგვლივ მყოფებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ – მათ თავიანთი საქმეები და ინტერესები აქვთ, თქვენ თქვენი.

 

კურო

 

ამ დღეს განსაკუთრებულად ადვილად გამოგივათ საქმე, რომელიც ყურადღებას და მოთმინებას მოითხოვს. ყველაფერი, რაც სწავლას, ანგარიშების შედგენას, გეგმებისა და გრაფიკების მომზადებას ეხება, შედეგებით გაგახარებთ. ეს დღე ისე შორსაა რომანტიკისგან, როგორც საბუღალტრო ანგარიში სიყვარულის ახსნისგან. დღის მეორე ნახევარში შეიძლება გაღიზიანება იგრძნოთ - ნუ მისცეთ ამ გრძნობას უფლებას, რომ მთელი დღე გაგიფუჭოთ.

 

ტყუპები

 

უცნაურია, მაგრამ ამ დღეს შეიძლება გარშემო მყოფებისთვის საკუთარი შელახული ღირსების დემონსტრირების სურვილი გაგიჩნდეთ. სულ ერთია წყენის მიზეზი გაქვთ თუ არა, იმაზე ფიქრი, რომ თქვენი ნიჭი დაუფასებელი დარჩა მაინც არ გტოვებთ. ზოგჯერ თავის შებრალება შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგრამ მაინც ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. მით უმეტეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ასე ცუდად არ არის!

 

კირჩხიბი

 

გირჩევთ, თავისუფალი დრო სახლში გაატაროთ. უმჯობესია, თუ ამ დღეს მარტოობაში ან ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია უსიამოვნო გაუგებრობები, რომლებიც შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს. საოჯახო საქმეები ან საინტერესო წიგნი ყურადღებას სასიამოვნო თემებზე გადაგატანინებთ და სასიამოვნო ფონს შექმნის.

 

ლომი

 

თქვენი უყურადღებობა შეიძლება წყენებისა და კონფლიქტების მიზეზი გახდეს. მოერიდეთ ზედმეტი ცნობისმოყვარეობას, დაუფიქრებელ სიტყვებს და უადგილო ხუმრობებს. თუ თქვენს გეგმებში გარშემომყოფებთან ხანგრძლივი ჩხუბის დაწყება არ შედის, ეცადეთ საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ სხვისი საიდუმლო სხვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

 

ქალწული

 

თქვენი აზრები გამუდმებით ფულისა და ფინანსური კეთილდღეობის ირგვლივ ტრიალებს. ეცადეთ, უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლდეთ და ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოთ. გახსოვდეთ, რომ ფული რამდენიც არ უნდა გქონდეთ, საკმარისი არასოდეს იქნება, ამიტომ მასზე ფიქრით თავი არ უნდა დაიტანჯოთ.

 

სასწორი

 

ის, რაც ამ დღეს ყველაზე ნაკლებად გაწუხებთ სხვისი აზრია! საკუთარ ფიქრებსა და გეგმებში ისე ხართ ჩაფლული, რომ სხვისი მხრიდან წამოსულ შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევთ და ძალიან ცდებით! ზოგჯერ ახლობელი ადამიანისგან შეიძლება ძალიან ღირებული რჩევა მოისმინოთ. ვარსკვლავები გირჩვენ, რომ ამ დღეს კამათში არ ჩაერთოთ - მხოლოდ წყენა დარჩება, შედეგი კი ნული.

 

მორიელი

 

ვიღაც თქვენი გარემოცვიდან შეეცდება, რომ თქვენი თანაგრძნობის უნარი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს! თანაგრძნობა კი ამ დღეს განსაკუთრებით გამძაფრებული გაქვთ. ასე რომ, ნებისმიერს ექნება შანსი, რომ თქვენი მგრძნობიარე სულის სიმებზე ითამაშოს. თუ არ გსურთ, რომ ვიღაცის მძიმე უღელში მოხვდეთ, ეცადეთ ცრემლიან თხოვნებს უფრო კრიტიკულად შეხედოთ.

 

მშვილდოსანი

 

მთელ დღეს გაატარებს საკუთარ შინაგან სამყაროში გაატარებთ. თანაც, ეს შინაგანი სამყარო საკმაოდ მიმზიდველი და ფერადი იქნება. ასეთი დღე შესაფერისია ოცნების, შემოქმედებითი საქმიანობის ან მოხერხებულ სავარძელში საინტერესო წიგნის კითხვისთვის. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ სამყაროში ვინმეს მიიპატიჟებთ, რომ მარტო არ იყოთ!

 

თხის რქა

 

დილიდანვე მიმდინარე საკითხების მოგვარებას ცდილობთ. სავსებითაც არ არის აუცილებელი, რომ ეს საკითხები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს – პირიქით, ნებისმიერ წვრილმანს ისე აღიქვამთ, თითქოს გრანდიოზული პრობლემა იყოს! თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე უაზრო წვრილმანებს შეალიოთ, ეცადეთ, ასეთ საქმეებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ.

 

მერწყული

 

ამ დღის შედეგი მთლიანად თქვენზე და თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. დიდი შანსია, რომ დრო უსარგებლო ლაპარაკსა და აბსურდულ თემებზე დახარჯოთ, მაგრამ თუ სასარგებლო საქმეს მოჰკიდებთ ხელს, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ! უმნიშვნელო შენიშვნის ან უადგილო ხუმრობის გამო ახლობელ ადამიანს არ უნდა გაუბრაზდეთ - ძალიან დიდია შანსი, რომ ურთიერთობები გაფუჭდეს.

 

თევზები

 

ამ დღეს შეიძლება პატარა წყენაც კი გამანადგურებელ დარტყმად მოგეჩვენოთ. თუ ამ გრძნობას აჰყვებით, შეიძლება მთელი დღე მძიმე განწყობაში გაატაროთ. პრეტენზიების გამო არ ღირს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება. აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ, შესაძლოა ეს სპორტი ან სხვა ფიზიკური დატვირთვა იყოს.

 

 

წაკითხვა 89 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 29 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.