30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს თქვენ მეტი უნდა იურთიერთოთ - ეს იქნება ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ურთიერთობების დასაწყისი. ფრთხილად შეარჩიეთ თემები - რელიგიურს და პოლიტიკურს ნუ აირჩევთ. რამდენიმე საქმის ერთად კეთებაც შეიძლება მოგიწიოთ, რათა დაგეგმილ საქმეებს მორჩეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ აიმაღლოთ განწყობა, რადგან ამ დღეზე იქნება დამოკიდებული თქვენი პირადი ცხოვრება და კარიერა.
კურო
დღეს თქვენ დილიდანვე უნდა იმუშაოთ - ეს იქნება საუკეთესო დრო საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ყველაფერს სერიოზულად მოეკიდეთ, რადგან დიდია შეცდომის დაშვების რისკი, რომელიც სამომავლოდ თქვენს პროქტებს შეუშლის ხელს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ნაკლები ინერვიულოთ - სჯობს გადაჭრათ პრობლემები იქამდე, სანამ ქრონიკულში არ გადაიზარდნენ.
ტყუპები
დღეს თქვენ გაგიჭირდებათ არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის გაგებაც კი. კარგია, რომ ეს პრობლემა დროებითი იქნება - საღამოს უკვე ყველაფერი დაგილაგდებათ. პირად ფრონტზეც უსიამოვნებები გელით, რადგან მეორე ნახევრის მიმართ გამოჩენილ სიცივეს კარგი არაფერი მოყვება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რთულ საკითხებს მოჰკიდოთ ხელი - მარტივად გადაწყვეტთ ყველაფერს.
კირჩხიბი
დღეს თქვენ უნდა იმუშაოთ შეცდომებზე - შეამოწმეთ დოკუმენტები, რათა აიცილოთ თავიდან შეცდომები. საქმიანი მოლაპარაკებები კარგად და სწრაფად წარიმართება - შეძლებთ დაარწმუნოთ ყველა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ნაკლები გარისკოთ - შეიძლება არასასიამოვნო ისტორიებში ამოყოთ თავი, რომლისგანაც თავის დაღწევა გაგიჭირდებათ.
ლომი
დღეს თქვენ უნდა იკონტაქტოთ ბევრი - ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ერთადერთი რაც ხელს შეგიშლით, ეს იქნება ემოციური არამდგრადობა, რადგან თქვენი განწყობა ელვისებურად იცვლება. ეცადეთ, რომ თავი ხელში აიყვანოთ, რათა არ დააფრთხოთ თანამოსაუბრეები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ რთულ სიტუაციებში დაიხმაროთ ახლობლები - ისინი ყველაფერში გვერდში დაგიდგებიან.
ქალწული
დღეს თქვენ ბევრი სამუშაო გელით - დილით სამსახურის, ხოლო საღამოს საყოფაცხოვრებო. საუბრებში უნდა დაიცვათ პირადი საზღვრები - არავინ შემოუშვათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გააკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ - ყველაფერი გამოგივათ და სტრესიც არ იქნება.
სასწორი
დღეს თქვენ მოგიწევთ დილიდანვე ბევრი მუშაობა - თავის მოსაფხანი დროც კი არ გექნებათ. არ დაივიწყოთ დასვენებაც - აიღეთ ხუთ წუთიანი ტაიმ აუტები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყველაზე გიჟური იდეებიც კი განახორციელოთ. არ იჩქაროთ - ნელ-ნელა ყველაფერი უფრო მიღწევადია.
მორიელი
დღეს თქვენ ვარსკლავები გირჩევთ, რომ დაალაგოთ სახლი და მოიცილოთ ძველი ნივთებუ. არ გადააგდოთ ისინი, დაურიგეთ სხვებს. აუცილებლად უთხარით ახლობლებს თქვენი შინაგანი სურვილები, თქვენც ამოისუნთქებთ და სხვებიც დაგეხმარებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ ღია ყველაფერი ახალისთვის - კარგ გამოცდილებას მიიღებთ.
მშვილდოსანი
დღეს თქვენ ბევრი უნდა იმუშაოთ - იქნება რთული კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გასცეთ. ყველა პრობლემას აქვს თავისი ვადა, ამიტომაც ებრძოლეთ ამ პრობლემებს რაც შეიძლება სწრაფად, თორემ გადაგექცევათ უსიამოვნებაში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ აკონტროლოთ თქვენი სურვილები - ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება ცხოვრება გაგიფუჭოთ.
თხის რქა
დღეს თქვენ შეგიძლიათ ბევრი ისაუბროთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ სწორი თემა - ეცადეთ გვერდი აუაროთ პოლიტიკურ, და რელიგიურ საკითხებს. ისაუბრეთ ფულზე და ამით მოიზიდავთ მას კარმულად. ჰოროსკოპი დღეს გაუწყებთ, რომ ვარსკლავებმა სიურპრიზი მოგიწყვეს, რითაც მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.
მერწყული
დღეს თქვენ მეტი უნდა ისაუბროთ მომავალზე და გეგმებზე, მაგრამ მოქმედებისთვის ჯერ ადრეა - ჯერ არ შეგწევთ შესაბამისი ძალა, რომ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული გაქვთ, შეძლოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყველაზე არასასიამოვნო და მოსაწყენი საქმე გააკეთოთ, რადგან როცა მათ გადაწყვეტთ, შემდეგ შეგეძლებათ ახალი და საინტერესო საქმის კეთება.
თევზები
დღეს თქვენ არ უნდა იყოთ აქტიურები და არ გამოიჩინოთ ინიციატივა - ეს შეიძლება მცირე ან დიდი პრობლემის საწყისი გახდეს. გააკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, ხოლო რაიმე ახალი კვირის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ გააკეთოთ ბევრი საქმე და დაისვენოთ, რადგან ძალები აუცილებლად დაგჭირდებათ.
სიახლეები
- “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას” - შალვა პაპუაშვილი
- “დღეს უკლებლივ ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან” - შალვა პაპუაშვილი
- “20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი, რაც დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს” - შალვა პაპუაშვილი
- “მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, ვინ ქნება „ლელოსა“ და გახარიას მერობის კანდიდატი - როცა რუს ოლიგარქს მიჰყვები თამაშში, რომელიც დაგაზიანებს, ან გარიგებული ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ამ ორიდან რომელი არიან, დრო გამოაჩენს” - ანა წითლიძე
- “ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა” - შალვა პაპუაშვილი