2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს თქვენ არ უნდა ენდოთ ყველას - შეიძლება ახლობლებმაც კი მოგატყუოთ. მითუმეტეს, რომ ამ დღეს ურთიერთობა არც თუ ისე მარტივი იქნება. მანამ, სანამ რაიმეს დაიწყებდეთ, დაფიქრდით შედეგზე - არც თუ ისე სახარბიელოდ შეიძლება დასრულდეს ეს თქვენთვის. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ხელი მოკიდოთ ისეთ საქმეებს, რომელიც აქამდე არ გამოგდიოდათ - ამ შემთხვევაში თქვენ იპოვნით გამოსავალს.
კურო
დღეს თქვენ აუცილებლად უნდა აიყვანოთ თავი ხელში. დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ და იყავით ფრთხილად თქვენს სურვილებთან. ამ დღეს სიჩქარე არაფერ კარგს არ მოგიტანთ, ამიტომაც წინ იარეთ კომფორტულად. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გადაწყვიტოთ ფინანსური საკითხები. არ მიაკითხოთ ახლობლებს აზრის საკითხავად - წარუმატებლად დასრულდება.
ტყუპები
დღეს თქვენ არ უნდა ხარჯოთ დრო მარტივ საკითხებზე, რასაც დიდი ენერგია არ სჭირდება. ეს დღე უნდა იყოს დასვენების, სიმშვიდის და რელაქსისთვის. მეტი ფანტაზია - ეს თქვენს სამომავლო გეგმებს აუცილებლად შეცვლის. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ შეიცნოთ ადამიანები - რადგან მათ შეიძლება ცუდი ჩანაფიქრი ამოძრავებდეთ.
კირჩხიბი
დღეს თქვენ საუკეთესო შანსი გაქვთ მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება მნიშვნელოვან ხალხზე. ხუმრობები და კომპლიმენტები ამაში დაგეხმარებათ. ვარსკლავები გეუბნებიან, რომ იყოთ ფრთხილად - რადგან ვიღაცეები შეეცდებიან გამოგიყენონ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მხოლოდ თქვენს ძალებს დაეყრდნოთ - ახლობლებმაც კი შეიძლება გაგიცრუოთ იმედები.
ლომი
დღეს თქვენ უნდა იყოთ დაკვირვებით - ეშმაკი ზუსტად დეტალებში იმალება. არ ენდოთ ირგვლივ ყველას - შეიძლება მოგატყუონ. უცხო რჩევები უნდა დააიგნოროთ - ამ დღეს ისინი თქვენ არ გამოგადგებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყველაფერს მოეკიდოთ სერიოზულად - შედეგებზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი.
ქალწული
დღეს თქვენ უნდა გადადოთ მნიშვნელოვანი და რთული საქმეები - ამ დღეს არც ძალა და არც დრო არ გექნებათ ამისთვის. ხვალ უფრო გაგიმართლებთ კიდეც. იფანტაზიორეთ მეტი, რათა არ იყოს ეს ყოველივე მოსაწყენი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ამოისუნთქოთ, რადგან ძალიან დაიღალეთ და რესურსი ამოგეწურათ.
სასწორი
დღეს თქვენ იფრენთ ღრუბლებში, თუმცა მხოლოდ ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ, რომ მიწაზე დაშვებაში დაგეხმარონ. უცხო ადამიანებს არ ენდოთ, რადგან ისინი თქვენს მეგობრად გაჩვენებენ თავს - შეიძლება ცუდად დამთავრდეს ყველაფერი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დღევანდელი საღამო ახლობლებთან ერთად გაატაროთ და სტრესსაც მოიცილებთ.
მორიელი
დღეს თქვენ უნდა გახდეთ ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი, რათა გაჩენილ კითხვებზე პასუხი გასცეთ. ახალ დავალებებს ხელი არ მოჰკიდოთ - არც დრო გექნებათ და არც ძალები შესაბამისი. კარგი იქნება, თუ ფინანსურ საკითხებს გადაჭრით - მოძებნეთ ფინანსების ზრდის რამდენიმე ვარიანტი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ დაგეგმოთ ეს დღე საქმიანი მოლაპარაკებებისთვის - ყველაფერი იდეალურად ჩაივლის.
მშვილდოსანი
დღეს თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით - დიდია რისკი იმისა, რომ დაუშვათ ბევრი წვრილმანი შეცდომა. რამდენიმეჯერ დაფიქრდით, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ. არ ღირს ახლობლებზე ნდობაც კი - შეიძლება მწარედ ინანოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყავით კეთილგანწყობილი ყველას მიმართ - დაეხმარეთ იმაში, რასაც გთხოვენ.
თხის რქა
დღეს თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, რომ წვრილმანი შეცდომები თავიდან აიცილოთ. ასევე კარგი იქნება, თუ გადადებთ ყველა შეხვედრას და თავიდან აიცილებთ უსიამოვნებებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ უფრთხილდეთ უცნობებს - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.
მერწყული
დღეს თქვენ აუცილებლად გესაჭიროებათ მენტალური დასვენება. მარტოობა და ბუნება - ეს ორი რამ რაც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, რამდენჯერმე დაფიქრდით და დაუსვით კითხვა საკუთარ თავს - გინდათ თუ არა ეს. არავის არაფერი არ შეეკითხოთ - ყველა არასწორ რჩევას მოგცემთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გადაჭრათ ფინანსური საკითხები - თქვენ გაიგებთ, თუ როგორ გაზარდოთ თქვენი კაპიტალი.
თევზები
დღეს თქვენ არ უნდა ახტეთ თქვენს თავზე მაღლა - ამას თქვენგან არავინ ითხოვს. შეეცადეთ, რომ გამორთოთ თქვენში პერფექციონიზმი და ნაკლებად მომთხოვნი იყოთ. არ ღირს ამ დღეს გეგმების დალაგება - სჯობს მიყვეთ დინებას და დატკბეთ ყველაფრით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ დაუჯეროთ უცნობებს - შეიძლება მოტყუვდეთ.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
- “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე