3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეს დღე არახელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანი მოლაპარაკებების, გარიგებების გაფორმებისა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ თავი შეიკავეთ ახალ კომერციულ პროექტებში მონაწილეობისგან, რომლებიც თქვენში ნდობას არ იწვევს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღე ვენერას ძლიერ გავლენას იგრძნობთ. ემოციის შეკავება როგორც არ უნდა ეცადოთ, ის მაინც გონებაზე ძლიერი იქნება.
კურო
დღევანდელი დღე კუროებს ახალ შესაძლებლობებს, საინტერესო წინადადებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ახალ ნაცნობებს აჩუქებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიძნელეებისა და უსიამოვნებებისთვის მოემზადოთ - ეს მათ სწრაფად და ღირსეულად დაძლევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს შეიძლება აზარტული თამაშებით დაინტერესდეთ. იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ ზედმეტი რისკი და ავანტიურიზმი იმედგაცრუების გარდა არაფერს მოგიტანთ.
ტყუპები
ეცადეთ, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ, რადგან მათი გადადება უსიამოვნებებს მოგიტანთ. მზად იყავით მოულოდნელი ამბისა და შოკის მომგვრელი მოვლენისთვის, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. თუ ცხოვრების ყველა სფეროს მშვიდად და გონივრულად მართავთ, მალე საშუალება გექნებათ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ახლობლებიც გააბედნიეროთ. პლანეტების არახელსაყრელი მდებარეობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიტანთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ორგანიზმს ყურადღებით მოუსმინოთ და მისი ყველაზე უმნიშვნელო სიგნალიც კი არ გამოტოვოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. გამორიცხული არ არის, რომ უცნობმა ადამიანმა თქვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. სასურველია, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად შეამციროთ და სახლში განმარტოვდეთ. გარშემომყოფთა აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ის რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
საყვარელმა ადამიანმა შეიძლება გისაყვედუროთ, რომ ყურადღებას აკლებთ. ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ და პრობლემა მშვიდად, გულწრფელი საუბრით მოაგვაროთ.
ლომი
პლანეტების ხელსაყრელი მდებარეობა ლომების ცხოვრებაში სიახლეს და დადებით ცვლილებებს შემოიტანს. მიეცით საკუთარ თავს უფლება, საქმე დროებით გვერდით გადადოთ და რამე უჩვეულო გააკეთოთ. გაათავისუფლეთ თქვენი პირადი ცხოვრება ერთფეროვნებისა და „ჩარჩოებისგან“. ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან, თუმცა ამ ურთიერთობების სერიოზულობისა და ხანგრძლივობის იმედი ნუ გექნებათ.
ქალწული
ქალწული თავდაჯერებული, მოაზროვნე და გამჭრიახი ადამიანია, რომელიც იმას ხედავს, რაც სხვისი თვალისთვის დაფარულია. თქვენ შრომისმოყვარეობასა და თავდადებაში ტოლი არ გჰყავთ. შრომა თქვენთვის სრულფასოვანი ცხოვრების საფუძველია, რასაც ამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ. პროფესიული საქმიანობა თქვენ არა მხოლოდ მორალურ კმაყოფილებას განიჭებთ, არამედ ფინანსურ დამოუკიდებლობასაც მოგიტანთ.
სასწორი
რთული დღეა. დღის პირველ ნახევარში მოვლენები თქვენი გეგმის საწინააღმდეგოდ განვითარდება. პანიკაში ნუ ჩავარდებით, სიმშვიდე და თავშეკავება გამოიჩინეთ. ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, მცდარი აღმოჩნდება. ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ მარტოხელა სასწორს შანსი აქვს შეხვდეს ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა ხანგრძლივ, სერიოზულ და ბედნიერ კავშირში გადაიზრდება.
მორიელი
ადამიანმა, რომელსაც დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. აკონტროლეთ თქვენი ემოციები – ზედმეტი გაცხარება დღეს მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით მჭრელ საგნებთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან. თუ პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ, პირად ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეები სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყდება. მთავარი პირობაა – საყვარელ ადამიანთან გაერთიანდეთ. ამით თქვენს კავშირს კიდევ უფრო გაამყარებთ.
მშვილდოსანი
პლანეტების ხელსაყრელი განლაგება აქამდე არნახულ ძალას მოგანიჭებთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალა სწორად მიმართოთ. პროფესიულ და ბიზნესსაქმიანობაში სხვადასხვა რისკის და არასტაბილურობის ალბათობა არსებობს. შეიძლება ვიღაცამ თქვენი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადოს. ამის თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობას.
თხის რქა
ამ დღეს შეიძლება აღიარება მხოლოდ კოლეგებისა და ხელმძღვანელობისგან კი არა, კონკურენტებისგანაც მიიღოთ. ეს ყველაფერი შრომამ და მონდომებამ მოიტანა და დროა, დამსახურებული შედეგი მიიღოთ. ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება. მიზეზი იქნება ადამიანი წარსულიდან, რომელიც მოულოდნელად თავს შეგახსენებთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ სიტუაცია სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარდება.
მერწყული
ამ დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრავმებს ვერ აიცილებთ. მოერიდეთ კონფლიქტებსა და უსიამოვნო დიალოგებში ჩართვას. უმჯობესია, ეს დღე სახლში გაატაროთ, რომ ფინანსური თუ ემოციური დანახარჯები მინიმუმამდე შეამციროთ. მალე სამსახურთან დაკავშირებით ერთი შეხედვით საინტერესო წინადადებას მიიღებთ. პასუხის გაცემით ნუ იჩქარებთ და ყველაფერი კარგად განიხილეთ, რადგან შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც არა მხოლოდ თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.
თევზები
დღევანდელი დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ საკუთარი თავი ახალ ამპლუაში წარმოაჩინოთ. სასურველია, ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. სამსახურში ყველაფერი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობს. ნებისმიერი საკითხის გადაჭრას გონივრულად უდგებით, რაც გარშემომყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს აძლიერებს.
სიახლეები
- სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- “სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე
- “ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები” - მამუკა მდინარაძე
- “თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ” - მამუკა მდინარაძე
- “ქვეყნის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია – თუ იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ყინული დაიძვრება და საბოლოოდ მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უბედნიერესი არ იქნება, მეც მათ რიცხვში ვარ” - მამუკა მდინარა