15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწევთ. დღის უმეტეს ნაწილს საბუთებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან მუშაობას დაუთმობთ. თუ გულისყურით მიუდგებით, შესაძლოა საქმე ვადაზე ადრეც კი დაასრულოთ. ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე თქვენი შეხედულება შეიძლება გუნდში უთანხმოების მიზეზი გახდეს. თქვენი პოზიცია თამამად დაიცავით – ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოხვალთ. საღამოს შეგიძლიათ საკუთარი თავი კაფეში წასვლით ან რამე გემრიელით დაასაჩუქროთ.

 

კურო

 

ეს დღე უამრავ რუტინულ საქმეს მოგიტანთ - ეს როგორც პროფესიულ, ისე საოჯახო საქმეებს ეხება. გირჩევთ, დაგროვილი საკითხები სამომავლოდ არ გადადოთ და რაც შეიძლება მალე დაასრულოთ, რათა ახალი პროექტის დაწყებისთვის დრო და შესაძლებლობა დაგრჩეთ. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრთან დაკავშირებით ახალი ამბავი გაიგოთ. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ და ნუ დახარჯავთ დროს იმ საქმეებზე, რომლებიც არ გაინტერესებთ.

 

ტყუპები

 

ახალი ნაცნობები ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგიტანენ, ახლა მთავარი მათი გონივრულად გამოყენებაა, რათა სარგებელი მიიღოთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც ოდესღაც ურთიერთობა გაწყვიტეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეხვედრაზე უარი არ თქვათ და ურთიერთობის აღდგენისთვის ყველაფერი გააკეთოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ სამსახურში ისეთი საქმე დაგავალეს, რაც აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ. კოლეგების დახმარებით ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით.

 

კირჩხიბი

 

ამ დღეს შანსი გექნებათ, მეგობრები სხვა, აქამდე უცნობი კუთხით დაინახოთ — დარწმუნდებით, რომ მათი სახით საიმედო ზურგი გაქვთ. თუ მანქანას მართავთ, ტელეფონზე საუბარს მოერიდეთ და გზაზე განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. უმჯობესია საღამო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ. 
ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თქვენს ცხოვრებაში ჩაერიოს და თქვენს გეგმებს ხელი შეუშალოს. ენდეთ საკუთარ თავსა და ინტუიციას – სირთულეების დაძლევას მხოლოდ ასე შეძლებთ.

 

ლომი

 

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ შესაძლებელია, მძიმე ფიზიკურ შრომას მოერიდეთ. დღის მეორე პირად ცხოვრებაში სიახლეები გელით, რაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ეცადეთ, ახალ ამბავს მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდეთ.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მიიღებთ, დადებით შედეგს გამოიღებს. მარტოხელა ლომებს ჯერჯერობით სიყვარულის პოვნის შანსი არ აქვთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საკუთარ ბედნიერებას აუცილებლად შეხვდებიან.

 

ქალწული

 

ეს დღე ქალწულების ცხოვრებაში სიმშვიდეს და ჰარმონიას მოიტანს. თუნდაც რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, დახმარებას მაშინვე მიიღებთ, თანაც იმ ადგილიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში მოინახულოთ ახლობლები, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ – ახლა მათ თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იძაბება, მიზეზები ახლავე გაარკვიეთ —
ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ვითარება გამოასწოროთ.

 

სასწორი

 

ეს დღე ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელია. თქვენი იდეები სწრაფად და წარმატებით განხორციელდება. ელოდეთ იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდი ხანია არ გამოჩენილა. თუ ოჯახში შეთანხმებას და საერთო გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ, გირჩევთ დღეს ამ საკითხს ისევ დაუბრუნდეთ.
სასწორებო, ეცადეთ, სხვა ადამიანებს ისე მოექცეთ, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ და ეს მარტივი წესი ნუ გავიწყდებათ.

 

მორიელი

 

ამ დღეს ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით სავსე ხართ. დღეს თქვენთვის ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სასარგებლო იქნება. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გარშემო მყოფების მიმართ – ვიღაცას დღეს თქვენი დახმარება დასჭირდება.
მზად ხართ ახლობელი ადამიანის გამო მთები გადააბრუნოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერ თავად მას ჰკითხოთ – ნამდვილად სჭირდება თქვენი დახმარება? გირჩევთ, ამ დღეს ვალის და კრედიტის აღებას მოერიდოთ, რადგან ფულის უკან დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ.

 

მშვილდოსანი

 

ამ დღეს მშვილდოსნების ყველა გეგმა და ჩანაფიქრი იოლად ასრულდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი დაიწყოთ — მავნე ჩვევებზე უარი თქვით, კვებას გადახედეთ და დღის რეჟიმში ვარჯიში შეიტანეთ. არც სრულყოფილი და ჯანმრთელი ძილის მნიშვნელობა დაივიწყოთ. 
ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს, თუმცა ისინი დადებითი იქნება თუ უარყოფითი, მხოლოდ თქვენზე და თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელი დარჩება.

 

თხის რქა

 

შესაძლოა, ძველი ნაცნობებისგან ახალი წინადადებები მიიღოთ. თამამად დაეთანხმეთ და შედეგებზე ნუ ინერვიულებთ. ერიდეთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს — სავარაუდოდ, ისინი თქვენს კონფლიქტში ჩათრევას შეეცდებიან და ამის საშუალება არ უნდა მისცეთ. ასეთი ტოქსიკური ურთიერთობა უამრავ ენერგიას წაგართმევთ, რომელიც ბოლო დროს ისედაც გაკლიათ. სცადეთ, ყურადღება დადებით მოვლენებზე გადაიტანოთ და შინაგანი ჰარმონია აღიდგინოთ.

 

მერწყული

 

ეს დღე მერწყულებს უამრავ ცვლილებას ჰპირდება — ეს შეიძლება რემონტი, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და დაუგეგმავი მგზავრობა იყოს. სავარაუდოდ, საქმიანი პარტნიორებისგან მიიღებთ წინადადებას, რომელიც ორივე მხარისთვის მოგებიანი იქნება. 
მეტისმეტი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ, ამიტომ დახმარების შეთავაზებას ნუ უგულებელყოფთ. საღამოს მიხვდებით, რომ ამ დღის ამოცანებს დაუხმარებლად ვერ გაუმკლავდებოდით.

 

თევზები

 

გადაღლის ან ნერვიულობის გამო უფროსი ასაკის თევზებს ქრონიკული დაავადებების გამწვავება ელით. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ იმ დანიშნულებებს, რომლებიც ექიმისგან მიიღეთ და ზედმიწევნით შეასრულეთ. გახშირებული დაპირისპირებებისა და წინააღმდეგობების გამო პირადი ურთიერთობები საფრთხის წინაშეა. უმჯობესია საღამო სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ.
პროფესიულ საქმიანობაში პარტნიორები და კოლეგები თქვენგან გადაწყვეტილებას ელიან, რომელზედაც სიტუაციის შემდგომი განვითარება იქნება დამოკიდებული. შეცდომის თავიდან ასაცილებლად მეორეხარისხოვანი ამბები გვერდზე გადადეთ და მთელი ძალები მთავარ საქმეზე მიმართეთ.

წაკითხვა 44 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.