პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშის, ბუნებაში დასვენებისა და ჯგუფური საქმიანობისთვის. დღეს შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი შეტყობინება, რომელიც თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახში ერთ-ერთი ძველი პრობლემა ამ დღეს მოგვარდეს. ვარსკვლავები ფულსა და ფინანსურ გადარიცხვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სიმშვიდე დაგიკარგათ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ - ეს საქმე თქვენი დახმარების გარეშე, თავისთავად მოგვარდება. ზოგადად, ცხოვრების ცუდი პერიოდი მალე დასრულდება, ცოტაც უნდა მოითმინოთ.

 

კურო

 

ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ - ახლა თქვენთვის არავის სცალია. ის, რასაც დღეს ჩაიფიქრებთ, მალე რეალობად იქცევა, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე საუბარს, რადგან შეიძლება არაკეთილგანწყობილ ადამიანთა ყურადღება მიიქციოთ. თქვენი გადაწყვეტილებები დადებითად აისახება საქმეებზე, სადაც სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ნუ შეგეშინდებათ, თამამად იმოქმედეთ!
ვარსკვლავები გირჩევენ კოლეგების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ, რადგან ამას აუცილებლად ძველი წყენის გახსენება და დაპირისპირება მოჰყვება. ამიტომ ფრთხილად იყავით და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

 

ტყუპები

 

ამ დღეს თქვენი ინტუიცია შესუსტებულია, რაც ნიშნავს, რომ ჩვეულზე უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ. ეცადეთ, ერიდოთ რისკსა და ზედმეტ დატვირთვას, თავი შეიკავოთ ალკოჰოლისა და მავნე საკვებისგან. ზოგადად, ყველაფერზე უარი თქვით, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ყველაზე მეტად კი კონფლიქტში ჩართვას უნდა ერიდოთ, რადგან თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება და მხოლოდ სიტუაციას გაართულებს.
ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თქვენი ცხოვრება მართოს. გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენ წყვეტთ, ცხოვრების რომელ გზას გაუყვებით. ხელსაყრელი დროა ქორწინებისთვის, ოჯახური დასვენებისა და პრობლემების მოგვარებისთვის.

 

კირჩხიბი

 

ეს დღე კირჩხიბებს დიდ მხიარულებას და სიამოვნებას ჰპირდება. შეგიძლიათ მხიარული და ხმაურიანი წვეულება მოაწყოთ და ძველი მეგობრები მოიწვიოთ. ახლა საუკეთესო დროა, რომ ახლობლებს სიყვარული და მეგობრებთან ერთგულება დაანახვოთ!
ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოვანი გარიგებების დადებისა და რთული გადაწყვეტილებების მიღების – იღბალი თქვენს მხარესაა. თუ სამსახურში საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ საქმეში კოლეგები ან მეგობრები ჩართოთ - ეს საქმის დროულად დასრულებაში და ურთიერთობის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

 

ლომი

 

დღის პირველ ნახევარში პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შეფერხდება. საღამოს მოულოდნელი შანსი გამოგიჩნდებათ, რომ დაგეგმილ მოვლენებს სხვა კუთხიდან შეხედოთ. გინდათ თუ არა, ამ დღეს ბევრი უსიამოვნო საკითხის მოგვარება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარი პრინციპები და შეხედულებები დაიცვათ. ოღონდ ეს უხეშობისა და აგრესიის გარეშე უნდა გააკეთოთ - ახალი მტრების შეძენა არაფერში გჭირდებათ.

 

ქალწული

 

ამ დღეს ენერგიის უჩვეულო მოზღვავება გელით. ახლა მთავარია, ეს ძალა კამათსა და კონფლიქტებში არ დახარჯოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ახლობლებზე, ოჯახის კეთილმოწყობაზე და ოჯახურ საქმეებზე. ყურადღება მიაქციეთ მეგობრებს და მათთან ურთიერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე თქვენი ახლობლების წრე მნიშვნელოვნად შემცირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება სხვა დღისთვის გადადოთ. სიზმარი შეიძლება აგისრულდეთ, თუ ამისთვის გარკვეულ ძალისხმევას გაიღებთ.

 

სასწორი

 

ეს არის დღე, როცა ყველაფერი გამოგდით, რასაც ხელს მოჰკიდებთ. გარშემო საყვარელი ადამიანები გყავთ და განწყობას გეგმების შეცვლაც კი ვერ გაგიფუჭებთ. დილით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალა გელევათ და თავს შეუძლოდ გრძნობთ, მაგრამ მოულოდნელი სიახლე თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრებაში მთლიანად ჩაძირვის. ეცადეთ ეს დღე მხიარულად გაატაროთ, მაგრამ დროს უსარგებლო საქმეებზე ნუ დაკარგავთ. მაღაზიებში სიარულის დროს ფრთხილად იყავით, რათა ფული ან ძვირფასი ნივთი არ დაკარგოთ.

 

მორიელი

 

მოერიდეთ საეჭვო საქმეებს და საეჭვო ადამიანებს – ასეთი ურთიერთობა ფინანსურად დაგაზარალებთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები – ეცადეთ ისინი სწორად განმარტოთ. შესაძლოა ნათესავის დახმარებით შემოსავლის ახალი გზები აღმოაჩინოთ.
უაღრესად არასასურველია ახალი ნაცნობობა, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში. პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობით, რათა იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ. უმჯობესია საღამო მარტოობაში გაატაროთ - წიგნი წაიკითხეთ, საყვარელ ფილმს უყურეთ, გემრიელი ვახშამი მოამზადეთ.

 

მშვილდოსანი

 

წინააღმდეგობრივი დღეა - სირთულეებით და სიხარულით სავსე. ეცადეთ ამ დღეს ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და საქმიან პარტნიორებთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში დაძაბულობა პოზიტიური განწყობით და იუმორით განმუხტოთ. ოჯახური განხილვები საქმეებს მოგწყვეტთ და მთელი ყურადღება ახლობელი ადამიანების მხარდაჭერაზე გექნებათ მიმართული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ გეგმებს ნახევარი დღე მაინც დაუთმოთ – ეს უახლოეს მომავალში თქვენი საქმეების სურათს განსაზღვრავს.

 

თხის რქა

 

თხის რქებისთვის სიმშვიდე წარმატებული დღის საწინდარია. შესაძლოა, დღე სასიამოვნო შეხვედრით ან კარგი ამბით დაიწყოს. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ, ამიტომ დღე ახლობლებთან ერთად გაატარეთ და ურთიერთობით დატკბით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო საკუთარ თავს, ახლობლებსა და საყვარელ საქმეებს დაუთმოთ. სასურველია სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ.

 

მერწყული

 

მერწყულებო, ეცადეთ, უსიამოვნო ადამიანებთან დისტანცია შეინარჩუნოთ. ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო საკითხში პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ და უკან არ დაიხიოთ. ჯერჯერობით დიდი ცვლილებების განხორციელება არ ღირს - საჭირო მხარდაჭერას ვერავისგან მიიღებთ, ამიტომ შესაფერის დროს უნდა დაელოდოთ. ამ დღეს გრძნობების აღიარება და გულწრფელი საუბარი იმაზე უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. საღამოს შეგიძლიათ ახლობელ ადამიანებთან სამომავლო გეგმები განიხილოთ.

 

თევზები

 

დღის არასასურველი დასაწყისი პლანეტების განლაგებით არის გამოწვეული, რაც ფინანსურ სირთულეებს მოიტანს. ნუ დანებდებით და დაბრკოლებების წინააღმდეგ იბრძოლეთ. თუ ცდუნებას აჰყვებით, ის თქვენს მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. გააზრებული და გათვლილი ნაბიჯები არასწორი არჩევანისგან დაგიცავთ.
ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, ბოლომდე სანდო არ არის, ამიტომ სანამ არ გადაამოწმებთ, ნუ დაიჯერებთ. გირჩევთ, თქვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან დისტანცია შეინარჩუნოთ.

წაკითხვა 81 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.