"არ არის სტრესისა და დეპრესიის დრო, თავი ხელში ავიყავნოთ, ყველაფერი კარგად იქნება“-იაგორ ბალანჩივაძე

„დარჩი სახლში“ - ეს მოწოდება უკვე მთელი მსოფილოს მასშტაბით ისმის.

მიზეზი კი ახლი კორონავირუსის ინფიცირებისგან თავის დაზღვევაა... სწორედ ამ მოწოდებთ გაერთიანდა მთელი მსოფლიო და უხილავ მტერს ებრძვის.

 

„კოვიდ 19“-ის შესაჩერებლად საქართველოშიც გამკაცრდა შეზღუდვები. შექმნილ ვითარებაში, მთავარი მოწოდება სწორედ სახლებში დარჩენაა. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის ასაცილებლად სოციალური დისტანცირების დაცვას, სპეციალური კამპანია დაიწყო: „თქვენ დარჩით სახლებში ჩვენთვის, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის“.

 

21 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. ის, ფაქტი რომ მთელი ერთი თვით სახლში უნდა იყო, თავიდანვე დისკოფორტს ქმნის ადამიანის ცხოვრებაში. იწყება შფოთვა, ნერვიულობა და სტრესი.


აღნიშნულ ფაქტზე და ზოგადად კორნავირუსისგან გამოწვეულ არსებულ მდგომარეობაზე FirstNews.ge ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს - ფსიქოლოგ იაგორ ბალანჩივაძეს ესაუბრა.

 

- გვირჩიეთ, როგორ ვებრძოლოთ სახლში ყოფნისგან გამოწვეულ სტრესს.


- ამ დროს უკეთესია გავიხსენოთ სასიამოვნო ცხოვრებისეული ფაქტები, რომელიც კარგ ხასიათზე დაგვაყენებს, ვნახოთ მეტი კომედიური ან სათავგადასავლო ან ისტორული ფილმები. მეტად გავიცნოთ ოჯახის წევრები, რომლებთანაც ხანმოკლე შეხვედრა გქონდათ ჩვეულებრივ დროს. ვითამაშოთ ლოტო, ნარდი, დომინო, ამოვხსნათ რებუსები, მეტად მოვამზადოთ ოჯახური სადილი ყველასათვის სურვილის და ინტერესის მიხედვით.

 


- გვესაუბრეთ მსოფლიოს ფსიქოლოგიურ „პორტრეტზე“, რა ვითარებაა? როგორ უმკლავდებიან ვირუსს?

- იცით რა? ზემდეტი ინფორმაციაც არ არის საჭირო. ისე არ გამიგოთ, რომ ინფორმირება არ არის საჭირო, მაგრამ ამდენი უარყოფითის მრავალჯერ გამეორება ზედმეტია და ძალიან ცუდად მოქმდებს ადამიანის ფსიქიკაზე, იძაბება ყველა და განსაკუთრებით იძაბებიან ბავშვები. ახლა ყველა არის მოდუნებული, რაც ძალიან ცუდია. მე ვეძებ რაიმე სახალისოს ინტერნეტში და ვუგზავნი ყველას. არ არის სტრესისა და დეპრესიის დრო, თავი ხელში ავიყავნოთ, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი ქინება თუ მეტი პოზიტივი იქნება ტელევიზიაში, ინტერნეტში.

 

- სხვადასხვა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ გლობალურ ფსიქოლგურ გამოწვევასთან აქვთ საქმე... რა ხერხებით ებრძვით ამ პრობლემას?

- გამოწვევა არის რა თქმა უნდა, მაგრამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვილოცოთ – ყველაფერი უფლის ნებააა, არავინ გთხოვს ტანძარში წასვლას, თუმცა აქვე მინდა აღვნიშო, რომ შესანიშნავად არის დისტაცია დაცული, შეგიძლია იყო გარეთ და მოისმინო ლოცვა. თუ ეს არ გვინდა ან არ ვართ რელიგიური, უკვე არსებობს ფსიქოლოგების ონლაინ მომსახურება, იქამდე თერაპიაც კი.

 

- რა იქნება, როცა კორონა ვირუსის პანდემია ჩაივლის? რას ურჩევთ საზოგადოებას როგორ გაუმკლავდეს არსებული სიტუაციის შემდგომ სტრესს?

- ძალიან გაუჭირდებათ, აქტიურ ცხოვრებასთან შეგუება, შეიძლება ერთმანეთის გაუცხოებაც დაიწყოს. გატლანქებული იქნება ყველა. ვურჩევდი მოემზადონ აქტიური ცხოვრებისათვის: მეტი ესაუბრონ საკუთარ თავს ამის შესახებ, მოემზადონ შეხვედრებისა და ურთიერთობისათვის. ეს უფრო 15 აპრილიდან დაიწყონ (თუ ყველაფერი მოიხსნება 22 აპრილს), ანუ 1 კვირით ადრე. ახლაც გამოვიდნენ გარეთ, მხოლოდ დაიცვან ყველა წესი.

 

- თქვენი როგორც ფსიქოლოგის შეხედულება - როგორი იქნება მსოფლიო ამ ვირუსის შემდეგ?

- ძალიან კარგად, ახლა ჩვენ ვიყავით ძალიან მძიმე მდგმარეობაში, მსოფლიო იყო თითქმის პიკზე, შეიძლებოდა რაიმე უფრო ცუდი მომხდარიყო. მადლობა კორონა ვირუსს – გადაფარა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ ერთმანეთის დიდი მონატრება გვექნება და ეს აუცილებელიც იყო. ვფიქრობ იქნება უფრო მხიარული, პროდუქტიული და წარმატებული. მე ოპტიმისტი ვარ და სხვაგვარად არ შემიძლია, გამოცოხლდება საქართველო და მსოფლიო. ვფიქრობ, მეტად მეგობრულები გავხდებით.

 

FirstNews.ge მოგიწოდებთ #დარჩისახლში

გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას

წაკითხვა 3135 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.