ფენოვანი ცომი მარგარინით - იდეალურია ნაპოლეონისთვის
ამ ცომით ნებისმიერი ღვეზელის მომზადება შეიძლება, გამოდის კარგი ხაჭაპური და რაც მთავარია, ძალიან კარგი „ნაპოლეონი“, მთავარია, დავიცვათ ყველა წესი.
ინგრედიენტები
- მარგარინი - 500 გ
- ფქვილი - 600 გ
- კვერცხი - 1 ც
- ლიმონმჟავა
- მარილი - 1 ჩკ
- ზეთი - 2 სკ
- წყალი - 250 მლ
ცივ წყალში გავხსნათ ლიმონმჟავა (დანის წვერით), დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ზეთი და ავთქვიფოთ. მასა ჩავასხათ 400 გ ფქვილში და მოვზილოთ საშუალო სიმკვრივის ცომი, დავაფაროთ ტილო და 15 წუთით დავდგათ. გახეხილი, ცივი მარგარინი და დარჩენილი ფქვილი ავურიოთ, მივცეთ გუნდის ფორმა. ცომის გუნდა ჯვარედინად გავსეროთ, კონვერტის ფორმით გავაბრტყელოთ - კიდეები მეტად, გული ნაკლებად. გულში ჩავუდოთ მარგარინისა და ფქვილის გუნდა, გადმოშლილი გვერდები გადავკეც-გადმოვკეცოთ, ფრთხილად გავაბრტყელოთ, მართკუთხედის ფორმა რომ მიიღოს და სამად გადავკეცოთ. ცელოფანში ჩადებული ცომი მაცივარში 15 წუთით გავაჩეროთ, შემდეგ ისევ გავაბრტყელოთ და 30 წუთით კვლავ მოვათავსოთ მაცივარში. კიდევ ორჯერ გავიმეოროთ ეს პროცედურა. ბოლო დამუშავებისას ცომი რულეტივით გადავახვიოთ და სველ ტილოში ან ცელოფანში სირთულე 6 სთ 1,5 ულუფა დრო 3 3 გახვეული მინიმუმ 4 საათით მოვათავსოთ მაცივარში. სასურველი რაოდენობის ცომი ჩამოვჭრათ, გავაბრტყელოთ, დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ შაქარი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
