დარიჩინის რულეტები
ინგრედიენტები:
მომზადები წესი:
პატარა ქვაბში ჩაასხით რძე და შეათბეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ბუშტუკებს არ გაიკეთებს. ჩაუმატეთ მარგარინი ან კარაქი(ოთახის ტემპერატურის) და ურიეთ, სანამ არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და აცალეთ, რომ შეგრილდეს.
ამასობაში კი დიდი ზომის თასში ერთმანეთს კარგად შეურიეთ(გამოიყენეთ ხის კოვზი) 2 მთელი 1/4 ჭიქა ფქვილი, შაქარი, მარილი და მშრალი საფუარი. შემდეგ ჩაუმატეთ წყალი, კვერცხი, ნელთბილი რძის მასა და მოურიეთ. ჩაუმატეთ დარჩენილი ფქვილის ნახევარი, კარგად მოურიეთ; ჩაუმატეთ მეორე ნახევარი და კვლავ მოურიეთ. როგორც კი ცომი შეიკვრება, გადაიტანეთ ის ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და ზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ ნესტიანი ტილო და დაასვენეთ 10 წუთით.
ამასობაში კი მცირე ზომის თასში კარგად გათქვიფეთ ყავისფერი შაქარი დარიჩინთან და დარბილებულ მარგარინთან/კარაქთან ერთად. თუ გამოსაცხობად მაფინების ფორმას იყენებთ, მაშინ ის დროა მაფინების 12-ჭიქიან ფორმას ცხიმი მოაცხოთ.
გააბრტყელეთ ცომი 22×30სმ. ზომის ოთხკუთხედად და თანაბრად გადაანაწილეთ მასზე დარიჩინის მასა. სურვილისამებრ მოაფრქვიეთ ქიშმიშიც, ნიგოზიც. გადაახვიეთ რულეტი და თითით დააწექით ცომის კიდეებს, რომ მიეკრას. მჭრელი დანის გამოყენებით დაჭერით თანაბარი ზომის 12 ნაჭრად. ჰორიზონტალურად მოათავსეთ ისინი მაფინების ჭიქებში ან თუ საცხობ ლანარზე აცხობთ, მაშინ მჭიდროდ დაალაგეთ ერთმანეთთან. გადააფარეთ ნესტიანი ტილო და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთით, სანამ მოცულობით არ გაორმაგდება. გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსზე.
დადეთ ფორმა საცხობ ლანგარზე(ასე ღუმელს დაიცავთ ნაწვეთებისგან) და აცხვეთ რულეტები 20 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეყავისფერდება. ამოიღეთ ფორმიდან და გემრიელად მიირთვით სანამ გაცივდება!
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია